среда, 10 октября 2018 г.

პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა

პედაგოგიური  პრაქტიკის  კვლევა 
 დავიწყე  ჩემი  მოსწავლეების  საჭიროებიბიდან  გამომდინარე, 
კვლევის  მიზანი:  
გაწაფული  კითხვის  უნარის გაუმჯობესება მესამე კლასში.
კვლვის  ანგარიშის  სანახავად გადადით  ბმულზე
                      
https://drive.google.com/drive/my-drive


 
კვლევის ანგარიშის სანახავად ეწვიეთ ბმულს,https://nazinareklishvilin.blogspot.com/search/label/%E1%83%99%E1%83%95%E1%83%9A%E1%83%94%E1%83%95%E1%83%90




პრობლემის  გამოკვეთა;  სირთულეები  გაწაფული  კითხვის  დროს







                           რეფლექსია კვლევის შედეგების გაზიარების შესახებ

    2018-2019 სასწავლო წელს სსიპ გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ შაშიანის საჯარო სკოლის მე-3 კლასში  (20 მოსწავლე) ჩავატარე  კვლევა: ქართულ  ენასა  და ლიტერატურაში და კვლევის შედეგები გავაცანი კოლეგებსა და მშობლებს. კვლევის მიზანი იყო: ,,გაწაფული კითხვის უნარის გაუმჯობესება მე-3 კლასის მოსწავლეებთან“.  გამოიკვეთა ამოცანები:  სკოლაში არსებული გარემოს შესწავლა და გაუჯობესება, მის დასაძლევად ოპტიმალური გზების მონახვა.  მიღებულიშედეგი მნიშვნელოვანია და  საჭიროდ მივიჩნიე მისი გაზიარება კოლეგებისთვის.
  კვლევა განხორციელდა 2018-2019 სასწავლო წელს, მოსწავლეები ხალისით ჩაერთვნენ ამ პროექტის მუშაობაში. კვლევის პროცეში განხორციელდა ეფექტური ინტერვენციები როგორც საქმიანი, გულახდილი საუბრები მშობლებთაან და მასწავლებლებთან,  ინტერვენციების საფუძველზე შემუშავდა სათანადო რეკომენდაციები. კვლევის შედეგების გაზიარება საინტერესო აღმოჩნდა კოლეგებისთვის, ისინი დაინტერესდნენ შედეგებით და გაუჩნდათ სურვილი განახორციელონ საკუთარი პრაქტიკის კვლევა. თემის   არჩევა მათი პრაქტიკის საჭიროებიდან გამომდინარე მოხდება.
   უკუკავშირი, იყო როგორც დადებითი, ისე- უარყოფითი. ნაწილს მიაჩნია რომ მსგავსი აქტივობები არ ეხმარება მოსწავლეებს წინსვლაში. თუმცა, უმრავლესობის მოსაზრებით, კვლევითი პროექტების განხორციელება და მისი შედეგების გაანალიზება, ცვლილებების დაგეგმვა  აუცილებელია სკოლის შემდგომი განვითარებისთვის და მოსწავლეთა სწავლა-სწავლების პროცესის გასაუმჯობესებლად. მასწავლებლები გეგმავენ, რომ თვითონაც განახორციელონ საკუთარი პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა.
  კვლევის ანგარიშს საფუძველზე  მოვამზადე პრეზენტაცია და განვახორციელე პედაგოგიური საზოგადოების კონკრეტული ნაწილის ინფორმირება კვლევის მსვლელობისას  სამიზნე ჯგუფთან  აქტიურად  ვთანამშრომლობდი. ერთმანეთს  ვუცვლიდით მიღებულ ინფორმაციებს და ვაძლევდით შესაბამის უკუკავშირს. ასევე დიდი დახმარება გაგვიწია სკოლის ადმისტრაციამ. ისინი ინტერესით და გულისხმიერებით  მოეკიდნენ წამოწყებულ კვლევას და თავიანთი წვლილი შეიტანეს ამ საქმეში, რაც გამოიხატა გამოკითხვაში მონაწილეობით. ზოგიერთი მათგანი პერიოდულად ინტერესდებოდა ინტერვენციებითაც და გვიზიარებდა საკუთარ მოსაზრებებს.  კვლევის დასრულების შემდეგ მიღებული შედეგები გავუზიარე  სამიზნე ჯგუფის მასწავლებლებს პრეზენტაციის სახით. მათ დაადასტურეს, რომ საკვლევი პრობლემა იყო მართლაც აქტუალური.
   ჩემ მიერ განხორციელებულმა ინტერვენციებმა მომცა დადებითი შედეგი და საჭიროდ ჩავთვალე კვლევის ანგარიშის გაზიარება კოლეგებისთვის, რომელმაც ინტერესი გამოიწვია. განსაკუთრებით მოეწონათ ჩემი მიგნება თვალის სავარჯიშოს  და მკითხველთა თეატრის  შესახებ, აგრეთვე, დღიურის ჩანაწერები.
  პედაგოგები დაინტერესდნენ, თუ როგორ შეიძლებოდა მათაც განეხორციელებინათ საკუთარი პრაქტიკის კვლევა . ისინი სვამდნენ შეკითხვებს იმასთან დაკავშირებით ,თუ როგორ მოეხდინათ საკვლევი პრობლემის იდენტიფიცირება. ჩემი გამოცდილების ფარგლებში ვუზიარებდი საკუთრ ცოდნას და ვფიქრობ დავარწმუნე, რომ მათაც შეუძლიათ კვლევის განხორციელება.
კვლევაში აქტიურად იყო ჩართული სკოლის დირექცია და შედეგები გავუზიარე სკოლის თითქმის ყველა მასწავლებელს.  ყველამ აღნიშნა, რომ შედეგები მათაც დაეხმარება დაგემილი აქტივობებისა და საგაკვეთილო პროცესის დროს მოსწავლეებთან ურთიერთობაში.  დიაგრამებიდან ნათლად ჩანს პრობლემის არსი. შეფასების ჯგუფის წევრების რჩევით შესაძლებელია, კვლევა გაგრძელდეს საბაზო საფეხურის სხვა კლასებშიც. 
    კვლევის  დასრულების შემდეგ, ვფიქრობ, პროფესიულად უფრო გავიზარდე, რადგან ზემოაღნიშნული ლიტერატურის გაცნობამ ბევრი შემძინა.  კოლეგების რჩევით, კარგი იქნება , თუ კვლევა გაგრძელდება სხვა კლასებშიც.  ვფიქრობ,  მომავალი სასწავლო წლიდან  განვახორციელო კვლევა მშობელთა ჩართულობის შესახებ,  რათა გავზარდოთ მშობელთა აქტიურობა მათი  შვილების სასკოლო საქმიანობაში, როგორც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი სწავლა-სწავლების ხარისხის ამაღლების მიზნით, რადგან ზემოაღნიშნულმა კვლევამ ამ პრობლემების  შესწავლის საჭიროება გამოკვეთა .   
           სსიპ გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ შაშიანის დაწყებითი კლასების   
















https://drive.google.com/drive/my-drive




Комментариев нет:

Отправить комментарий

კომპლექსური დავალებები

https://www.youtube.com/channel/UCH9Fh-JgnRaYylXG9_sD9Jg/videos