წელიწადის უმშვენიერესი დრო მობრძანდება თავისი სილამაზით, სინაზით და
ახალი სიცოცხლით. მას თან სდევს მრავალი დღე, მრავალი წამი, რომელიც დასაბამს აძლევს ჩვენი გულების გახარებასა და გახალისებას. ეს დღეები ჩვენს გულებში თითქოს ვარდის
კოკორიით იფურჩქნება და ცდილობს მთელი სული, მთელი სხეული უჩვეულოდ ააფორიაქოს და სულ
მალე დაიპყროს. ეს ის ვარდის კოკორია, რომელიც ხშირად პირველი გაზაფხულის მახარობელი
ხდება ხოლმე.
გაზაფხული მობრძანდება ... მობრძანდება ამწვანებული ველ-მინდვრებითა და
ჩახჩახა ცხრათვალა მზით, კუდმაკრატელა მერცხლებით, კეთილი იყოს ჩვენი შეხვედრა გაზაფხულთან.
გაზაფხული მობრძანდება ... მოაქვს ნანატრი სითბო და ამღერებული სიცოცხლე,
ჩვენი და ჩვენი თანატოლების მხარული სიცილ-კისკისი.
„ საცაა ენძელა აყვავდება,
დახვავდება ღიმილი საოცარი,
მოვლენ სიცოცხლის ლამაზ დებად,
იები მუხლჩოქვით სალოცავი.
ნუში თეთრ კაბაში გაეხვევა,
არც მუხა დარჩება
შაოსანი,
ჰოი , რა ღონივრად იღვიძებენ,
ფესვები მიწაში
დაძარღვული,
კვირტები ხის ტანში
ჩასახული,
მინდორი მზის გულით
გადახნული,
გაზაფხული მოდის
, გაზაფხული ! “
გაზაფხული ხომ ლამაზი ყვავილების
ხანაა. ეს ის დროა, როდესაც ყვავილების მოზღვავებული ენერგია ერთხმად აბობოქრებას ლამობს. ცდილობს თავისი სილამაზე
მოჰფინოს დედამიწას, გადაეკრას მინდვრებს, მთებს,ზვრებს, ეს პროცესი ხომ გაზაფხულის
გარეშე შეუძლებელია. გაზაფხული მშობელია ბუნების
ყოველგზის გალამაზებისა და გამშვენიერებისა.
კიდევ ერთი გაზაფხული ეწვია
ხალხს, თავი ამოყო ლორთქო ბალახმა. პირველი ენძელები და იები დაიბადნენ მინდვრად, წამოვიდნენ
პირველი ნაკადულები.
სწორედ გაზაფხულზე, ამ მშვენიერ
დროს, თქვენსავით მშვენიერ დროს, ძვირფასო დედებო , დებო, ბებიებო, მასწავლებლებო,
დიდი სიყვარულით და პატივისცემით გილოცავთ დედის დღეს . გისურვებთ გაზაფხულივით ლამაზ
ცხოვრებას, გამრავლებას და ლამაზი ოცნების ასრულებას.
აკვნის
რწევიდან დღემდე ასე ფეხდაფეხ მდევდი,
შენი მანდილი
მოწიწებით დამიკოცნია,
8 მარტს
გილოცავ საყვარელო ჩემო დედიკო,
და გაზაფხული
მასთან ერთად მომილოცნია .
ქალი ცხოვრების გვირგვინია,
არსებაა კალთანაკურთხი, სათუთი, ნაზი, გულისხმიერი, ხშირად ქვეყნის საზრუნავით დატვირთული,
მაგრამ მაინც ძლიერი და მხიარული. ზოგჯერ დუხჭირი
ცხოვრებით გაწამებული, მაგრამ მაინც ბედნიერი, ამაყი.
ქალი და დედა... მომავლის
ძლიერი ღერძი, ჩვენი ცხოვრების ეშხი, მშვენება. დედა... სისპეტაკისა და უბიწოების ეტალონი, ხშირად ღამენათევი , უძილობითა და შვილებზე დარდით დაღლილი, მაგრამ ქედმოუხრელი, გაუტეხელი.
დედა.... სიცოცხლის საწყისი,
ცხოვრების დასაბამი, ქალი --- ხანდახან ვარსკვლავივით შორი, ცივი და მიუკარები, ხანდახან მზესავით მცხუნვარე. თბილი, ერთგული, მაგრამ გამოუცნობი,
როგორც გალაქტიკა.
დედა... დამთმობი , ხელზე
სათუთად სატარებელი, მკერდს ჩასაკრავი, საფერებელი.
დედა არის სიტყვა, რომლითაც
ადამიანი იწყებს სიცოცხლეს და რომლითაც ამთავრებს. იგი სულ პირველად გაუბედავად ამოფრინდება
ჩვილის შეთრთოლებული ბაგეებიდან .
დედა, ვიტყვით
და გულში ინათებს,
დედის სახელი
მზით ნაქარგია,
დედა სინათლე,
დედა სიმართლე,
დედა ყოველი
რაც კი კარგია.
ქალი.... ცის ნამივით ბრწყინვალე,
განთიადივით ლამაზი და ვარდივით სურნელოვანი, მარტის თვესავით ცვალებადი, გაზაფხულივით კეკლუცი და მშვენიერი.
ქართველო ქალო, დედავ, დაო
! დაე, მუდამ ასე ხმალშემართული ხვდებოდე მტერს, მრავალი გმირის აკვანი დაგერწიოთ,
გამშვენებდეთ მრავალშვილიანი დედის საამაყო სახელი, კვლავ და კვლავ ისმოდეს შენს სადიდებლად თქმული ლექსები, მარადჟამს გუგუნებდეს
ქართველა ქალთა სადიდებელი.
„ ქალი ვარდია, ქალი დარდია,
დღეს მათ ეკუთვის რაც გვაბადია,
დიდება ყველა ქალს , სიკეთის
ფესვს,
ყველა ქალს გილოცავთ დღევანდელ
დღეს.
ამ მზიან დღეს, ამ ნანატრ
დღეს,
სიკეთის ფესვს, სიწმინდის
გზებს,
ოცნებებს მრავალს, სიყვარულს
ალალს,
მათი ფუსფუსი ლოცვად გვდევს
მარად,
ჭეშმარიტება გვიპყრია ფარდ,
გილოცავთ ქალთა დღეს, დიდება
მარად ! “
„ დედავ, გაზარდე შვილი ამაყი,
რომ გამოადგეს სამშობლოს
მტკიცედ,
გაზარდე ისე, როგორც რუსთველი,
გზა გაუნათოს წინაპრის სიბრნემ.
გაზარდე ისე როგორც აკაკი,
გაზარდე ისე როგორც ილია,
რომ გაამართლოს მშობლის ამაგი,
და თქვან ნამდვილად ქვეყნის
შვილია .“
დედა- ყველაზე სათუთი
სიტყვაა ამქვეყნად, დედობა სიმდიდრეა, ბუნების ჯილდოა, ქუდბედია თანდაყოლილი.
დედა - ჩვენზე მზრუნველი და მოამაგე, დაბადებიდან
რომ დაგვტრიალებს თავს და ჩვენს ყოველ ნაბიჯს
გაფაციცებით ადევნებს თვალს, „ იავნანას „
რომ გვიმღეროდა და დიდებსაც რომ არ გვაკლია მისი მზრუნველობა.
დედის თბილი თვალები, ალერსიანი მზერა გვმატებს
ენერგიას, ხალისს, დედა რომ გვყავს უფრო ძლიერნი, ფრთაშესხმულნი ვართ.
ჩვენ დედის იმედით, მისი ხელის შეშველებით შევეჭიდებით
ყოველ სიძნელეს და გვწამს, რომ გადავლახავთ კიდეც დედის თანადგომით.
და თუ ოდესმე დავმარცხდით, იმედი გაგვიცრუვდა
და არ გავიმართლა , ისევ დედის ხელები წამოგვაყენებს და დაცემის
უფლებას მეორედ არ მოგვცემს.
დედასაც ხომ სჭირდება გაფრთხილება და მოფერება
სიყვარული და ალერსი, თანადგომა და მომავლის
იმედი.
ჩვენ
სულ ერთად ვიქნებით, ჩვენ გაგიფრთხილდებით
და დაგიფასებთ თქვენს დიდ ამაგს.
„ ზოგჯერ თუ სევდა დანისლავს თვალებს,
ვერ დაიოკებ ცრემლებს
ჟინიანს,
ნუ შეგაშინებს უძილო
ღამე,
ვიდრე დედა გყავს ნუ გეშინია.
თუ გაგიხუნებს გრიგალი
ფერებს,
და ზამთრის სუსხი მხრებზე დაგათოვს,
გულს ნუ გაიტეხ, რა ვუყოთ მერე,
დედის გული და კალთა გაგათბობს .
ნუ შეგაშინებს მეხი იერით,
მეხი უესვო
ხეებს ერევა,
ვიდრე დედა
გყავს შენ ხარ ძლიერი,
ვიდრე დედა
გყავს ვინ მოგერევა .
ბედის ქარაგმას თუ ვრ გაექეც,
წილხვედრი კალო თუ ვერ გალეწე,
დღეში ცხრაჯერ რომ კიდეც დაეცე,
დედის ხელები
წამოგაყენებს.
ჭირთა თმენა და დიდი იმედი,
დედა სიცოცხლის თვალის ჩინია,
ვიდრე დედა გყავს ხარ ბედნიერი,
ვიდრე დედა გყავს ნუ გეშინია .“
დედის კულტი მთელს დედამიწაზეა გავრცელებული,დედას
უმღერიან და ბევრს წერენ მასზე, რადგან დედაა
იმედი და კეთილი მფარველი, დედას ანდობენ ყველაზე იდუმალ გულისთქმას , დედითაა შვილი
ღონიერი, ფრთებგაშლილი და მუდამ ახალგაზრდა.
ვადიდოთ ქალი დედა, რომლის სიყვარულმაც
არ იცის საზღვარი, ადამიანში რაც კი რამ არის
მშვენიერი, მზის სხივებითა და დედის რძით არის შეზავებული.
დედა აკვანს არწევს, იავნანას მღერის,
ახალ სიცოცხლეს აძლევს სათავეს, ფუძესა და ჭერს
ამაღლებს, მამულს შვილებს უზრდის და აქტიურად არის ჩაბმული სახელმწიფო საქმეებში.
„ როს „არას“ ნაცვლად ამბობდი „ალას“
როცა შენს ხმაში აპრილი ჟღერდა,
ხსოვნაში ტკბილად
ჩარჩენილ „ნანას“,
ვინ გიმღეროდა? - მშობელი დედა !
ეზოში როცა იტკენდი
რამეს,
ვინ გაჩნდებოდა იმწუთში შენთან?
შენი გულისთვის
უძილო ღამეს,
ვინ ათენებდა?
- მშობელი დედა !
ახლა ხელში რომ
გიჭირავს წიგნი,
შენს მომავალში იმედს ვინ ხედავს?
შენს მომავალზე
დღედაღამ ფიქრით,
ვინ ვერ ისვენებს?
- მშობელი დედა !
ამ ქვეყანაზე
შენი სიკარგე,
ვის უხარია ყველაზე
მეტად?
ყველაზე მეტად თუკი
ივარგებ,
ვინ იამაყებს?
- მშობელი დედა ! “
ქალისათვის ისევე აუცილებელია დედობა, როგორც მცენარისათვის
ნაყოფი,
დიახ, ერის მომავალი
დედების ხელშია, ჩვენი ხალხი ხომ ფიზიკურ განადგურებას დედამ გადაარჩინა, ქართველმა დედამ, რომელიც მამულს
უზრდიდა შვილს.
„ერთი გზა აქვს დედის დარდს და ღიმილს,
ამ გზით
გულთან გულს სიკეთე მოაქვს,
სანამ
ხარ და ცის ქვეშეთში ივლი,
საქართველოს
საქართველო ჰქვია.
ვნახე რაჭა და შემეკრა სუნთქვა,
ხევსურეთში
გული სევდით დადნა,
საქართველოს
სხვა არარა უნდა,
დედავ,
შენი გამრავლების გარდა.
სხვა
რიგ მიჰქრის დღევანდელ დღის ეტლი,
მომავალში
ფესვი როცა გიდგას,
ყველა
ბომბზე ძლიერია დედი,
სიმრავლე
და დაფუძნება შვილთა.
უდარაჯე
მის ბედსა და იღბალს,
რომ
ამ ქვეყნად ამაოდ არ დაშვრე,
და
თუ , დედავ, საქართველო გიყვარს,
ნუ მოაკლებ აკვნებსა და ბავშვებს .“
„ ეს
გაზაფხული შემოსულა ეგრე უჩუმრად,
ვარდების
ბაღში კითხვა -კითხვით დავიარები,
მითხარ,
იმაზე კარგი რა უნდა იყოს,
რომ
ვარდებივით გიღიმოდეს დედის თვალები.
დედის
თვალებო, კარგო თვალებო,
თანამდევს
თქვენი ხმა იდუმალი,
მე
თუ ძილში ვარ , ან თუ ღვიძილში,
სულ
შენს კალთაში მაქვს სასთუმალი.
უბერებელი
მგონიხარ დედა,
შენ გიმღეროდეს ქვეყნის ვარდები,
ჩემო
ლამაზო, ჭკვიანო დედა,
დე,
ნურასოდეს დამიბერდები “.
„ დღე
და ღამე ჩემს აკვანთან გითენებია,
ჩემო
დედავ, ტკბილი ნანა შენ გიმღერია,
შენ რომ შვილი გამოზარდე ბედნიერია,
მის გაზრდაში შენ ჭაღარა გამოგრევია,
სვილსა
დედის მოსახდელი დიდი ვალი აქვს,
დედობრივი სიყვარული სულ სხვაგვარია,
შენს
სიყვარულს რა ვუმღერო შესადარია,
დედა
ქვეყნად შეუცვლელი საფიცარია.
შენ
იცოცხლე, გაიხარე ,ჩემო დედიკო,
შენი
ფიქრი, შენი დარდი სულ ჩემთან იყო,
ჩემს რწევაში გეღლებოდა მუდამ მკლავები,
ჩემო ტკბილო გამომზრდელო, გენაცვალები ! “
„ კაცებო, ქალებს გაუფრთხილდით,
გული ფიანდაზად გაუფინეთ,
შუბლზე
გაჩენილი ნაოჭები,
ნაზი
მოფერებით წაუშალეთ.
ქალებს
შვლის ნუკრივით მოექეცით,
მადლი
ხელისგულზე მოუყარეთ,
თორემ
სხვა ძალაა ქალის ძალა,
ქალი
ათასგვარად გადაგაქცევს.
ქალი
აგატირებს, ქალი გადაჩოქებს,
წამოგაყენებს
და ისევ კაცად გაქცევს,
ჰოდა ამ საუნჯერ გაუფრთხილდით,
დარდის ნაოჭები წაუშალეთ,
სული სიყვარულით გაუთბეთ და
გული ფიანდაზად გაუშალეთ “.
სამყაროს
მზე ანათებს , ცხოვრებას მასწავლებელი. ვინც ამ სიტყვას დაუკვირდება, ნათელი გახდება,
რომ უმასწავლებლოდ ცხოვრება ძნელია.
მასწავლებელი
- მეორე დედაა, დიახ, ეს რომ ასეა ამას ყოველ წუთს, ყოველ წამს ვგრძნობთ, ბედნიერები
ვართ , რომ თქვენი მოსწავლეობა გვარგუნა ბედმა. თავს უფლებას მივცემთ მოგეფეროთ და მოგილოცოთ ეს ლამაზი
დღესასწაული.
„ თქვენი
თვალების სითბო მოჰყვება ,
ამ გაზაფხულის ლამაზ ამინდებს,
ეს
კარგად ვიცი მე რომ დამჭირდეს,
ყველა ქრიშხალს გამომარიდებთ.
რა შეედრება ნეტავ ამქვეყნად,
დედაშვილობის
გრძნობას საოცარს,
მეც
თქვენი ძალა შემმატებს ძალას,
თქვენით
გავუძლებ ყველა გამოცდას,
დედა,
გიფიცებ, მუდამ გიფიცებ,
ყველა
სიმართლის ლამაზ თავდებად,
რდგან
მზეც შენთან ერთად ამოდის
და
შენს ღიმილთან ერთად მთავრდება .
თქვენ კი ძვირფასო მასწავლებლებო,
მამულს
რომ აქცევთ ოქროს ვენახად,
ხვალ
თუ ქართველი კაცი ვიქნები,
ამის
თავდები ისევ თქვენა ხართ.
პატარა
მკედში დიდი გული მაქვს,
ამ გულით მინდა მარად გეფეროთ,
თქვენ გენაცვალოთ ჩემი სიცოცხლე,
დედავ და ჩემო მასწავლებელო “.
ჩვენ გვინდა ქალთა დღე მივულოცოთ ჩვენს საყვარელ
და მოამაგე მასწავლებლებს .
ერთად -
იცოცხლეთ დიდხანს ძვირფასნო,
იხაროს თქვენმა გულმა,
რომ
დაგიფასდეთ ამაგი
და პატარებზე ზრუნვა .
დედის
სიყვარულზე წმინდა და უანგარო არააფერია, მასთან შედარებით ყველაფერი სხვა სიყვარული სუსტია, ვადიდოთ ქალი - დედა უშრეტი.
დედავ , სიცოცხლის
დიდო საწყისო,
დედავ, ცხოვრების
ბურჯო მაგარო,
ეს გული შენი გულით ხალისობს,
შენი თვალებით ვხედავ სამყაროს.
ჩემს აკვანს, ფერად
ღილკილებიანს,
შენ დამღეოდი „ნანას“, „მზე შინას „
რამდენი ღამე არ
გძინებია ,
რომ ჩემთვის ძილი
გესწავლებინა.
შენ ჩემი ხელი ხელში
გეჭირა,
არ მშორდებოდი წუთით, საათით,
რომ სიარული გესწავლებინა,
შეც დადიოდი ჩემთან ტაატით.
მე შენი წმინდა
შუქი მეფინა,
შენსკენ მოვრბოდი
ხელებგაშლილი,
რომ ლაპარაკი გესწავლებინა,
შენც ტიტინებდი ჩემთან ბავშვივით.
დედავ, ვიყავით
თითქოს ტოლები,
თითქოს ფიქრები გვქონდა საერთო,
შენც ჩემს გაკვეთილს იმეორებდი,
რომ ჩემში ცოდნის შუქი აგენთო.
როცა მაცნობდი წარსულს
დარდიანს,
შენს ხმაში კრთოდა
სევდა ფარული,
შენ შემაყვარე დედავ ნამდვილად,
ჩემი ქვეყანა, ჩემი
მამული.
ახლაც შენა ხარ
ჩემი კანდელი,
სიცოცხლის დიდი გასხივოსნება,
შენ შემაყვარე დღე დღევანდელი,
ხვალინდელ დღეზე ტკბილი ოცნება.
დედავ, სიცოცხლის
დიდო საწყისო,
დედავ, ცხოვრების დვრიტავ მაგარო,
ეს გული შენი გულით
ხალისობს,
შენი თვალებით ვხედავ სამყაროს .“
„ დედა“! რაოდენ საყვარელია ეს სიტყვა , ყოველივე
უტკბილესი ყოველივე ულამაზესი ხომ ამ სიტყვით იწყება: დედაენა, დედსამშობლო, დედამიწა, დედაბოძი. ვიცით,
დედას შვილებზე ამოსდის მზე და მთვარე, ჩვენზე ფიქრებში ათენ-აღამებს, ისიც ვიცით რაზე
ოცნებობს, გავიზარდოთ სანაქებო მამულიშვილები.
ჩვენ ვცდილობთ, კარგი სწავლით, შრომით, ყოფაქცევი\ტ
ავუხდინოთ ეს დიდი ოცნება, ავუნაზღაუროთ ჩვენზე ფიქრებში გაფრენილი ყოველი წამი, რადგან ჩვენთვის განსაკუთრებულად ჟღერს სიტყვა “ დედაშვილობა
“.
„ ყველაზე ლამაზო, ყველაზე
კეთილო,
ნუ წყრები მალ-მალე
ლამაზო დედილო,
მე მინდა სულ მუდამ
იცინო ლამაზად
ნებივრად გივლიდეს, მე
ვეტყვი მამასაც.
სულ თავს რომ მევლები,
ზრუნვით რომ დამცქერი,
ახლა მე ვიქნები სულ
შენი დამცველი,
პატარა ჯიუტი თუ გყავდი
აქამდე,
ახლა ხომ დიდი ვარ? დარდები
გაფანტე.
დამჯერეც ვიქნები გამგონეც
ვიქნები,
ოღონდაც ნუ იღლი ნათელ
შუბლს ფიქრებით,
თუ რამე ვიტკინე,
მიყუჩებ ალერსით,
ახლა მე გაკოცებ მაგ ლამაზ თვალებში .“
დედა წყაროა სიკეთისა და სიხარულისა, დედა ბუდეა ჩვენი ნათელი სიზმრებისა.
ადამიანები ლაპარაკობენ სხვადასხვა ენაზე დედა კი ყველას ერთ ენაზე ესაუბრება, ეს არის სიყვარულისა და სათნოების , სიცოცხლისა და უკვდავების ენა. ამ ენას
ერთი მასწავლებელი ჰყავს და მისი სახელია
( ერთად )
„ დედა“
ჭირა
თმენა და დიდი იმედი ,
დედა სიცოცხლის თვალის ჩინია,
ერთად _ ვიდრე დედა გვყავს ჩვენ ვართ ძლიერი,
Комментариев нет:
Отправить комментарий