გილოცავთ დამდეგ 2019 წელს. გისურვებთ ყველა კეთილი ოცნების ასრულებას!
ეპიზოდი 1.
2 მოსწავლე
(ისმის მუსიკა. დათუნა ჩამოივლის ცულგადებული და ათვალიერებს ხეებს.)- ეს ხმელია, ამას მოვჭრი!
(ხეზე მიყუდებულია ერთი ხე. ვითომ ჭრის, დაუწყებს კაკუნს. მერე მოჭრილს დაბლა, შეშის კონასთან დადებს, ოფლს მოიწმენდავს, მხარზე გაიდებს და ისისაა წამოსვლას დააპირებს, რომ ხმაურით შემოვარდება მეორე ბიჭი). - შეშისმჭრელო, შეშისმჭღელოოო...
- ჰა, რა არის, რა ხება, რა გული გამიხეთქე?!
- სონამა, შეშისმჭრელს გადაეცი, ბევრი შეშა წამოიღოს და მალეც წამოვიდესო!
- მალე წამოვიდესო?! მერე მალე რო წავიდე, ბევრი შეშა საიდან მოვუტანო! ჯადოქარი კი არა ვარ, შეშისმჭრელი ვარ!
-
(ფეხების ბაკუნით შეეხვეწება) წამოდი რა წამოდი, მალე ნადიმი გაიმართება. ბუხრის წინ შიმშილა პაპა ჩიჩილაკსა თლის და თან ბალღებს რა კარგ ამბებს უყვება... წამოდი შენი ჭირიმე რა...
- ჰო კარგი, კარგი, შენ მიდი, აი ის შეშა აიღე. მე ვერხვიანში კიდევ ერთი კონა ხმელი შეშა მაქვს და იმას წამოვიღებ!
(გახარებული ნარიმანიძე სტაცებს ფიჩხებს ხელს და სხვა მიმართულებით გავა)
- აი, შენ კი გენაცვალე შეშისმჭრელო, წავალ შიმშილა პაპას მოვუსმენ თბილი ბუხრის წინა. ნადიმზე შევხვდებიიით...ეპიზოდი 2. 1 - ოჩოპინტრე, 2 - დედა თაგვი კეკელა, 2 მოსწავლე - წრუწუნები(ოჩოპინტრე ათვალიერებს ხეებს, ხის ძირებს, წვეროებს)
1 - ხოოო, კარგია, რა კარგად მოუვლია შეშისმჭრელს ჩემი ხეებისთვის. აი ყოჩაღ, აი შეშისმჭრელიც ასეთი უნდა... (ხის ტოტს ასწვდება და ბუდეს ასწორებს)- ეს ბუდე არ დაეშალოს შოშიას, რომ მოფრინდება ძებნას დაუწყებს (ვითომ ასწორებს. სცენაზე შემოვლენ თაგვები). 2 - ეძებეთ შვილებო, ეძებეთ, აქ არ აგვიკრეფია თხილი და წიფელი. - აი თხილი, აი კიდევ თხილი, აი წიფელი, აი თხილი, აი წიფელი, აი კიდევ...ლუ- გაჩუმდი, გაჩუმდი, ნუ წაიღე ყურები, (გამოაჯავრებს) „აი თხილი, აი თხილი...“ ბიჭოს! .... ვაააა!ლი - რა იყო რა გეცა! რა ბუზი დაგაჯდა!ლუ - მე თხილს და წიფელს ვკრეფ და თან ვფიქრობ. შენ კი სულ ერთი და იგივეს გაიძახი: „აი თხილი, აი წიფელი!“ დაითვალე მაინც თვლას ისწავლი!ლი - მე განა თვლა არ ვიცი? (მოიწყენს და თავს დახრის)ლუ - (შეამჩნევს ამას და მიეფერება) როგორ არ იცი ჩემო დაიკო, კარგი მაპატიე, გავცხარდი. ლი - რაზე ფიქრობდი ძამიკო? ლუ - რაზე და აი ახლა თოვლის პაპა მოვა და საჩუქრებს მოგვიტანს.ლი - (გაიცინებს და ტაშს შემოჰკრავს) მერე მაგას რა ჯობია, საფიქრალი რაღაა?ლ - მართლაც საინტერესოა, რაზე ნერვიულობ?(კეკელა თხილს კრეფდა და საუბარი ვერ მოისმინა. მიუახლოვდა თუ არა, ყური მოჰკრა მხოლოდ რაზე ნერვიულობო და შეშფოთებული მივარდება ლუკას და ათვალიერებს, სინჯავს)სო - უი ქა, რა მოხდა, ჩემო ვაჟკაცო, რა განერვიულებს? ეკალზე ხომ არ გაიფუჭე თათი? აბა სადა, აბა?ლუ - არა დედი, კარგად ვარ, ნუ გეშინია, დაწყნარდი!ლი - აი დედი წყალი დალიე, ნერვიულობაზე არა დაგემართოს-რა! (ხელადით წყალს ამოიღებს და დედას გაუწვდის)სო - როგორ კაცო, ჩემი ყურით გავიგონე რატომ ნერვიულობო და... არაფერი დამიმალოთ იცოდეთ, ყველაფერი სიმართლე მითხარით! (ჩამოჯდება განერვიულებული, დაილაგებს ხელებს მუხლებზე და ნერვიულობით ტოკავს სკამზე)ლ - ჩვენც არა ვიცით-რა კეკელ. აბა შენს ბიჭს მოვუსმინოთ, საინტერესოა რა აქვს სანერვიულო!ლი - (მიჰკრავს მუჯლუგუნს ლუკას) ჰა, თქვი რაზე ფიქრობ!ლუ - რაზე და თოვლის პაპა რომ საჩუქრებს მოგვიტანს, ჩვენ რა ვაჩუქოთ?სო - უი ქაააა, არ გამიხეთქა გულიიი! ლ - ეს რა კარგი ბიჭი გყოლია კეკელ. ხედავ რაზე ფიქრობს? ყოჩაღ, აი ყოჩაღ!ლი - მოდი, ძახველის ტოტები ვაჩუქოთ! როგორი ლამაზია, თოვლის პაპას მოუხდება!ლ - მე სოკოს ჩირი მაქვს, ჩირს ვაჩუქებ თოვლის პაპას!სო - მშვენიერია! ძახველის ტოტები, სოკოს ჩირი და კალათი თხილით! ლუ- ამაზე უკეთესი საჩუქარი რაღა უნდა იყოს! ლი- წავიდეთ ახლა, თორემ დაგვაგვიანდება ნადიმზე!ლ - ხო, წავიდეთ, წავიდეთ. თოვლის პაპაზე ადრე ხომ უნდა მივიდეთ?(გავლენ სცენიდან)ეპიზოდი 3(შემოდიან ფიფქები)1, 2, 3, 4, გალიაში მჯდომი.
1- როგორ მომეწონა ფრენა!ი 2- (ხმადაბლა ისმის მუსიკა) თოვლის პაპამ ხომ გვითხრა, პეპლებივით გაფრინდებითო! 3- ნეტავი პეპლები როგორები არიან? 4-ალბათ ისინიც ჩვენსავით თეთრები არიან! 3- და ჩვენსავით ცივები! 2- მოდით, ვინმეს ვკითხოთ პეპლები როგორები არიან!4 -ვკითხოთ, ვკითხოთ, მაგრამ ვის? აქ რომ არავინ ჩანს?1- მოიცადეთ, ეს ვინ არის?3 - ფრთხილად არ გაგთელოს! 2- ეი, ვინ ხარ?1 - აქ რას აკეთებ?მგელი - რას უნდა ვაკეთებდე, ვზივარ და ვფიქრობ ჩემს გაჭირვებაზე!4 - რა გაგჭირვებია, გვითხარი!3 - ხო, ხო, გვითხარი და დაგეხმარებით!მგელი - მართლა დამეხმარებით? 4- აბა რა! ჩვენ საახალწლო ფიფქები ვართ!3 - ჯადოსნურები ! 2 - ჩვენ ბევრი რამე შეგვიძლია!მგელი - მაშ თუ ასეა, აქედან გამომიშვით!- გამოვუშვათ,..გამოვუშვათ... (აჩურჩულდებიან და დაიწყებენ ბზრიალს. შემდეგ მოფარფატდებიან მგელთან და მიმართავენ მას:) 4- ახლა ჩვენ გამოგიშვებთ, მაგრამ როგორც კი გათავისუფლდები, მაშინვე გაეცალე აქაურობას!მგელი - რატომ?2 - რატომ და თოვლის პაპამ გამოგვიშვა, სანამ მოვალ თოვლით გადაპენტეთ არემარეო!
1 - უნდა დავაყენოთ თოვლის კორიანტელი და ყველაფერი თოვლით უნდა გადავფაროთ.ჯ - ჯადოსნური თოვლით!3- გვითხარი, გინახავს პეპლები? მგელი - პეპლები? პეპლები ვის არ უნახავს?!2 - მაშ გინახავს? (გაუხარდება) მგელი - დიახ! პეპლები თქვენსავით დაფარფატებენ ჰაერში. 1 - თეთრები არიან?ჯ - ცივები?2 - რას ჭამენ?მგელი - მოიცა, მოიცა, ყველას ერთდროულად ვერ გიპასუხებთ!(ფიფქები ინტერესით უსმენენ)მგელი - პეპლები თეთრებიც არიან და ჭრელებიც.თ- და რას ჭამენ?მგელი - რას და თქვენნაირ ფიფქებს თუ სადმე გადაეყარნენ, აუცილებლად გადასანსლავენ! (ჩუმად ჩაიცინებს. ფიფქები კი შეშფოთდებიან)თ - ჩვენ შეგვჭამენ? 1 - რა ცუდები ყოფილან!ი - აღარ მომწონს პეპლები!მგელი- (იცინის) თქვენ რა მართლა არ გინახავთ პეპლები?1 - აღარც გვინდა რომ ვნახოთ!მგელი - გაგეხუმრეთ... პეპლები მხოლოდ ყვავილის ნექტრით იკვებებიან, მე კი არ მგვანან! ეეეეჰ, ნეტავი მეც არ მიყვარდეს ხორცი, ნეტავი მეც ყვავილების ნექტრით ვიკვებებოდე! (დაღონდება)2 - ვინ იცის, ამ ახალ წელს რა სასწაული მოხდება, იქნებ შენც აგიხდეს ოცნება!1 - ახალ წელს, ვინც კეთილ სურვილებს ჩაიფიქრებს, აუცილებლად აუხდება!თ - დიახ, დიახ, ასე თქვა თოვლის პაპამ!ჯ - გვეყოფა საუბარი მეგობრებო, ყველაფერი თოვლით უნდა დავფაროთ!თ- მართალია, აბა დავიწყოთ! (მუსიკის ხმაზე იცეკვებენ. ჯერ მგლის გალიას შემოუვლიან რამოდენიმეჯერ და გახსნიან მას. გამოიყვანენ მგელს და გააცილებენ სცენიდან. შემდეგ ისევ ფარფატით და ცეკვით დააფარებენ ხეებს ბამბებს. ასე ცეკვა-ცეკვით გავლენ სცენიდან ).ეპიზოდი 4ჯუჯები: , , (სპაიდერმენი), (სუპერმენი)(რობის და დათუნას შეიძლება ფორმებთან ერთად ჯუჯების ზოლიანი წინდები და ფარნებიც ეჭიროთ. მუსიკაზე შემოდიან რობი და დათო ვარსიმაშვილი. გადაეხვევიან ერთმანეთს და მოიკითხავენ)
- აი, მოვიდა ახალი წელი და ჩვენც შევხვდით დათქმულ ადგილას.
- მალე დანარჩენებიც შემოგვიერთდებიან! აი ისინიც მიდიან!
- გატყობ, აიხდინე ოცნება ჩემსავით!
- ხო, სუპერმენის მოსასხამი მოვირგე და მისი ყველა ილეთი შევისწავლე! ახლა ჩვენს ძმებს დავეხმარებით. ისეთი ადგილებიდან მოვხსნით ალმასებს, რომლებსაც აქამდე ვერ ვწვდებოდით.
- ბავშვების საჩუქრებსაც უფრო სწრაფად და ადვილად მოვამზადებთ!
(მუსიკის ხმაზე შემოვლენ სხვებიც და სიხარულით გადაეხვევიან ერთმანეთს)
- საჩუქრების მომზადება აღარ არის საჭირო!
- ეგ როგორ?
- როგორ და სანამ თქვენ იყავით წასული, ჩვენ აქ ჯადოსნური ხე გავაჩინეთ!
- როგორ გააჩინეთ? (გაოცებით)
- ერთი ალმასი ამოვიღეთ გამოქვაბულიდან.
- შიგნიდან უცნაური ნათება გამოდიოდა.
- თოვლის პაპას რჩევით, ის ალმასი სურვილების მღვიმეში დავთესეთ.
- ალმასი დათესეთ?
- დავთესეთ, თან წყლის ნაცვლად რძეს და თაფლს ვუსხამდით.
- მერე ?
- მერე ისეთი ხე გაიზარდა, რომ ყველა ბავშვის საჩუქარს ისხამს.
- ჯერ მკვახეს და პატარას იბამს.
- შემდეგ გაიზრდება და რომ დამწიფდება ყუთში ვდებთ, ეს ყუთები კი თოვლის პაპასთან მიგვაქვს.
- რა მაგარია ძმებო!.. დრო უქმად არც თქვენ დაგიკარგავთ!აბა, წავიდეთ სურვილების მღვიმეში, ერთი სული მაქვს ის ხე ვნახო!
(მუსიკაზე გავლენ)
ეპიზოდი 5
დემეტრე - თოვლის პაპა, ფეიქრიშვილი - ახალი წელი
თ.პ. - ოხ, ოხ, ოხ, ოხ, რა კარგად დაისხა ამ ჩვენმა ხემ!
ა.წ. - მე ჯერ ასეთი არაფერი მინახავს. ეს რა ხეა?
თ.პ. - ეს სურვილების ხეა!
ა.წ. - შეიძლება მეც ვინატრო რამე?
თ.პ. - ჰა, ჰა, ჰა, ჰა, შენი ნატვრა უკვე ამ ხეზეა და მწიფდება!
ა.წ. - როგორ, ჯერ ხომ არაფერი მინატრია?
თ.პ. - ეს ჯადოსნნური ხეა, 12 საათამდე ვინც რა უნდა ინატროს, ყველა ნატვრას იგებს და წინასწარ ამზადებს! აი, შენი ნატვრაც წინასწარ გაიგო და უკვე მწიფდება.
ა.წ. - საოცარია! თოვლის პაპა, შეგიძლია გამოიცნო ჩემი ნატვრა?
თ.პ. - მოიცადე ,ახლოს მივალ და დავაკვირდები! (ახალი წელიც მივა) ხოოო... შენ გინატრია, რომ ხალხი ბედნიერად ცხოვრობდეს.
ა.წ. - მართალია! ... და რომ გაჭირვება და ომი...
თ.პ. - შიმშილი და ავადმყოფობა...
ა.წ. – აღარ იყოს! და რომ...
თ.პ. - ხვავი და ბარაქა...
ა.წ. – საოცარია! ხვავი და ბარაქა, სიხარული და კეთილდღეობა სუფევდეს ირგვლივ!
(შემოვლენ ჯუჯები მუსიკის ხმაზე. თ.პ. და ა.წ. აკვირდებიან ხეს. ჯუჯები მივლენ თოვლის პაპასთან)
- თოვლის პაპა საჩუქრები დამწიფდა, ახლა მათ ხურჯინში ჩავაწყობთ და მარხილში ჩავდებთ.
თ.პ. - მომიხსენით ახალი წლის საჩუქარ
- ახლავე თოვლის პაპა!(ჯუჯები საჩუქარს ჩამოხსნიან და თოვლის პაპას მისცემენ. დანარჩენ საჩუქრებსაც ხსნიან)თ.პ. – ახალო წელო, აი შენი დალოცვილი კანფეტები. გაუფრთხილდი, არ დაკარგო. ყველას შეახვედრე იცოდე! გისურვებ სიხარულით გაგეტარებინოს მთელი წელი!ა.წ. – (გამოართმევს) მადლობა თოვლის პაპა!(ჯუჯები თ.პ. და ა.წ. გადიან სცენიდან)ეპიზოდი 6 - წითელქუდა, - მგელი - ჰალკი, (წითელქუდა და მგელი შემოდიან მუსიკის ხმაზე. ცოტას გაივლიან , ერთმანეთს შეხვდებიან და მუსიკა შეწყდება)მგელი - წითელქუდა სად მიიჩქარი?წითელქუდა - საახალწლო ნადიმზე მივდივარ სონასთან! მგელი - სონასთან რა გინდა, წამო ჩემთან და მეც ვინადიმებ!წითელქუდა - მგელო,არაფერი დამიშავო, თორემ წელსაც ვერ მიიღებ საჩუქარს!მგელი - ხოდა, შენ იქნები ჩემი საჩუქარი, აი ახლა დაგიჭირო!..წითელქუდა - მიშველეეთ...(შემოვარდება ჰალკი მათე)მათე - ვინ ითხოვდა დახმარებას, რაშია საქმე!წითელქუდა - მიშველე, გთხოვ, მგელი შეჭმას მიპირებს!მა - მგელი შენ რას დაგაკლებს, დაგაკლებს, დაგაკლებს...მგელი ხელსაც ვერ გახლებს, ხელსაც ვერ გახლებს!მგელი - ვითომ რათაო! ვინ დამიშლის ჰა! შენ ხომ არა! (იცინის)მ - აბა, ახლა საით გაგაფრინო ამოირჩიე (მოუქნევს ხელს და მგელი ვაი-ვაის ძახილით და ბზრიალ-ბზრიალით გავა სცენიდან)მ - წამოდი წითელქუდა ერთად წავიდეთ ნადიმზე. ვერავინ გაბედავს შენს შეწუხებას!(გავლენ)ეპიზოდი 7- მგელი, - თოვლის პაპა, - ახალი წელი(მგელი ტრიალ-ტრიალით, ვაი, ვაის ძახილით გაგორდება თოვლის პაპასა და ახალი წლის ფეხებთან).თ.პ. – ეს რა მოგსვლია მგელო, რა დღეში ხარ!.. ჰა, წამოდექი ფეხზე!ა.წ. – უი, რა ღუნღულაა, რა საყვარელია, პუსი, პუსი, პუსი... (მგელი ალმაცერად უყურებს ა.წ.-ს, თან დგება და უკან უკან მიდის)მგელი - ღრრრ! მე შენ გოშია ხომ არ გგონივარ! მგელი ვარ მგელი და მგელზე უფრო მგელი!თ.პ. – ხოო, მგელო და საიდან მოფრინავდი?მგელი - ფრენას ვსწავლობდი, ნახეთ როგორ გადმოვფრინდი? ნამდვილი მფრინავი მგელი ვარ!(ჩუმად ოხრავს და წელზე იდებს ხელს) ოხ, გვერდები, ვაი კისერი.ა.წ. – მფრინავო მგელო, რატომ ნადიმზე არ მიდიხარ? არ გინდა საჩუქრები? ნახე როგორი ჯადოსნური კანფეტები მომაქვს ყველასთვის!მგელი - მე არ მაძლევენ საჩუქრებს, მე მათ ძალით ვართმევ. აი, ახლა მაგ საჩუქრებს გამოგტაცებ და სულ მე შევჭამ!(ახალ წელს გამოგლეჯს ხელიდან კანფეტებს. ცოტა გვერდზე გავა, ჩაჯდება და დაიწყებს ჭამას, თან იღრინება. ახალი წელი გაიწევს მგლისაკეთ)ა.წ. - მოიცადე, ეს სხვებისთვისაც არის!(მაგრამ თოვლის პაპა გააჩერებს).თ.პ. - მოიცადე, ეგ ხომ ჯადოსნური კანფეტებია, ნახე რა მოუვა მგელს!(მგელი თავიდან იღრინება, მერე ღრენა ნელ-ნელა ნაზად და საყვარლად წკმუტუნებს. სახე დაუმშვიდდება. ერთს შეჭამს, ადგება, ყუთს მიუტანს ახალ წელს და ბოდიშს მოუხდის)მგელი - ბოდიში, ახალო წელო, თოვლის პაპა - მეტს აღარ ვიზამ!თ.პ. – მოგეწონა კანფეტი?მგელი - ასეთი გემრიელი ჯერ არაფერი მიჭამია, დიდი მადლობა!ა.წ. – ვხედავ ჩვენმა კანფეტმა კარგად იმოქმედა მგელზე. თ.პ. – მგელო, შენ გაიქეცი ნადიმზე და მოახსენე ყველას, რომ დღეიდან არავის არაფერს დაუშავებ და რომ ამიერიდან შენც იქნები საახალწლო ნადიმის საპატიო სტუმარი! მგელი - მადლობა თოვლის პაპა! (გაიქცევა და თან ისე იძახის მ ა დ ლ ო ბ ა ა ა ) თ. პ. - მეც წავალ, შენ კი, როგორც შევთანხმდით ისე მოიქეცი, არც ადრე და არც გვიან, ზუსტად თორმეტ საათზე! შევთანხმდით?ა.წ. - შევთანხმდით! ზუსტად თორმეტზე მოვალ!(გავლენ)ეპიზოდი 8ს1, ნ2, ე3 მ4, ბ5(ყველა აქ არის თოვლის პაპის, ახალი წლის და მეკვლის გარდა. სცენაზე ბუხრის გვერდით სხედან თაგვები, მათი სტუმრები კისკისსა და მხიარულებაში არიან. სწრაფი ნაბიჯით შემოდის სონა. უცებ გაჩერდება და უყურებს თაგვებს. )მ - მოგვიყევი რა შიმშილა პაპა! დაგინახა, თუ ვერა?ე - ხის ფესვებში რომ შეძვერი, მერე რა მოხდა?ს - ხოდა, შევძვერი ხის ფესვებში და გავტვრინდი. რომ მომიახლოვდა დავიძახე - მიაუუუ, მიააააუუუუ! უცებ, თვალები დააჭყიტა, ყურები დაცქვიტა, წელში მოიხარა, მიიხედ-მოიხედა და რომ დააწვააა... ისე მირბოდა, ჩემი სიცილი აღარც კი გაუგონია.ყველა - ხახახახახა...ს - ხოდა, მეორე დღეა და შემხვდა შარაზე...(სონა თავს გაიქნევს და დაუცაცხანებს)ნ - შარაზედ კი არა კაცო, რას აცდენ ამოდენა სტუმრებსა, ვერა ხედავ რომელი საათია, სადაცაა თოვლის პაპა და ახალი წელი შემოაბიჯებენ. აბა, თავი არ შევირცხვინოთ! გაამზადეთ თოვლის პაპის საჩუქარი? ახალ წელსაც ხომ უნდა დავხვდეთ ტკბილეულით!ს - მე რას ვაცდენ, ესენი არ მასვენებენ „შიმშილ ის მოყევი, შიმშილ ეს მოყევიო“ და ვყვები მეცა, მაშ, სტუმრებს ხომ არ მოვაწყენ! ბ - ამბობენ, თოვლის პაპას ისეთი ჯადოსნური ჯოხი აქვს, ვისაც შეახებს იყინებაო!ე- რას ამბობ! მერე ჩვენთან რომ მოდის და ჩვენც გაგვყინოს?მ - ჩვენ ხომ კარგად ვიქცევით: მშობლებს ყველაფერს ვუგონებთ, კარგად ვსწავლობთ... აბა მითხარი, ჩვენ რატომ გაგვყინავს?ე - ვინც იყინება მერე რა ემართება?ბ - ამბობენ, მერე ლღვება და კეთილი ხდებაო... რა ვიცი, ასე ამბობენ!ნ - თოვლის პაპას უყვარს ჭკვიანი და ზრდილობიანი წრუწუნები. ის ასეთ წრუწუნებს, მხოლოდ ეთამაშება ხოლმე!მ- მხოლოდ წრუწუნებს?ე - ციყვებს არა?ბ - კურდღლებს?ს - წრუწუნებსაც, ციყვებსაც, კურდღლებსაც და ბავშვებსაც! აბა, როგორ, ის ხომ ყველას თოვლის პაპაა! ახლაც მახსოვს, ჩემს ბავშვობაში, როგორ გვეთამაშებოდა ხოლმე...სო - მეც მახსოვს, გამოგვეკიდებოდა ჯოხით და გვაშინებდა, ვითომ ყურები უნდა გაეყინა ჩვენთვის და რამდენს დავრბოდით... ეეეჰ, კარგი იყო ბავშვობა!სა - აბა, აბა!ნ - აი, ახლა ეს წელიც წავა და კიდევ ერთი წელი შეგვემატება!სა - კიდევ ერთი ბედნიერი წელიწადი!ე - მიდის ძველი წელი და ახალს უნდა შევხვდეთ, მოდით მეგობრებო, ეს ძველი წელი მხიარულად გავაცილოთ, ვიმღეროთ და ვიმხიარულოთ!სიმღერა: თეთრი ციდან ფიფქი ცვივა გვირილების ხელა
- კოხტად მორთული ნაძვის ხეცეცხლის ბურთივით კრიალებს,აქეთ მზის თვალი გამოკრთის,იქით ვარსკვლავი ბრჭყვიალებს.შემოხვევიან ცელქებიყიჟინით, ჟრიამულითადა გარს უვლიან ნაძვის ხესსიცილით, სიხარულითა. - წუნამ ისეთი კარგი სიმღერა იცის, მეგობრებო, მოდით, ვთხოვოთ გვიმღეროს!ყველა - გვიმღერე წუნა, გვიმღერე! - გიმღეროთ კი არა და!ყველა - იმღერე წუნა, გაგვაგონე შენი ტკბილი ხმა!(ბარბარე მღერის).
- რაც ძველია, ძველია,ძველია და მიდის.დღეს ახალი წელია,ზეიმია დიდი.აბა, ჩქარა, ბავშვებო,გავანძრიოთ ხელი,თორემ დაგვიძველდებაეს ახალი წელი.
- ნეტავ საიდან გაჩნდა ამდენიფიფქი, ლამაზი, კოხტა, პატარა.ზეცას გაუწყდა ალბათ მძივებიდა დედამიწას გადმოაყარა.თეთრი, ბრჭყვიალა და ნამცეცებიიანვარს ფანტელ-ფანტელ აყარა.ზეცამ მოიხსნა მარგალიტებიდა დედამიწას გადმოაყარა.
- მიდის, მიდის ძველი წელიაღარ იბრძვის, აღარ იცდის, მომილოცავს, მომილოცავსგანთიადი ახალი წლის. - დგას ახალი ყოველ კართანგზებში, ყოველ მოსახვევშიმშვიდობა და სიხარული,მოეტანოს ჩვენს სახლებში. - დღეს საათის გუგული,ბავშვებს თავზე დაგვხარის,გუ-გუ, გუ-გუ, გილოცავთ,წელი დადგა ახალი!(კაკუნის ხმა ისმის) - გესმით კარის კაკუნი?თოვლის პაპა მოვიდადაღლილია ეტყობამობრძანდება შორიდან. (შემოვა თოვლის პაპა)თოვლის პაპა - აბა, ვინა ხართ, სადა ხართ, გამოიხედეთ გარეთა, გილოცავთ ახალსა წელსა, იცოცხლეთ, გაიხარეთა,მოსვლა ახალ წლის ზეიმზემინდოდა დიდი ხანიასურვილად კარგი სწავლა და ათები მომიტანია!- გამარჯობა თოვლის პაპა! ყველა მოუთმენლად გელოდით. ჩვენი სახელით მიიღე ეს საჩუქარი! (მიართმევს საჩუქარს : ძახველის ტოტებს, სოკოს ჩირს (ასხმულს) და კალათით თხილს!)თ.პ. - დიდი მადლობა ბავშვებო! ახალი წელი ჯერ არ მოსულა?მარი - არა, ჯერ არ გამოჩენილა!თ.პ. - მაშ, მალე მოვა! რ- დიდმა საათმა დაჰკრა თორმეტი, გადმოგვაყარა ფიფქები მწველი, სიხარულს გავზრდით დღეს უფრო მეტად, რომ ვასახელოთ ახალი წელი. - გარეთ თოვლია და თეთრი ფიფქი,ჰგავს დაბასმულად ნაქსოვ ჩიქილას, ახალი განცდით, ახალი ფიქრით, შევხვდეთ ბავშვებო ახალ წლის დილას!
- ჰერი-ჰერი, ჰერი-ჰერი! დღე დაგვიდგა ბედნიერი
თოვლის პაპა მობრძანდება მოაშუქებს თეთრი წვერით.
მოაქვს ვეება ხურჯინი მოქარგული ათას ფერით
სახე მზესავით უცინის, აგვიმაღლა სახლის ჭერი.
- კანფეტები მოგვიტანა, ფოჩიანი ჭრელაჭრელი
გაგვახარა დიდ-პატარა დაგვიმშვენა ყველას ხელი.
ახალი წლის მოლოდინში ჩაგვიკოკლოზინა ყელი
ჰერი-ჰერი, ჰერი-ჰერი!გუდასტვირი ყველგან მღერის
საქართველოს ქალ-ვაჟებო იყავით სულ ბედნიერი!
(ისმის მრავალჟამიერის ხმა) აი ისიც მოდის, შევეგებოთ ახალ წელს! - მოვდივარ, მომიხარია,მომაქვს მშვიდობის ალამიმთელს მსოფლიოში მშვიდობა,მშვიდობის შვილებს სალამი!გილოცავთ ახალი წლის დადგომას, მშვიდობა და ბედნიერება, ხვავი და ბარაქა თქვენს ოჯახებს, გაიხარეთ! (თან კანფეტებს ჩამოურიგებს) - ვინც მოვიდა გაუმარჯოს!გზა მიეცით განიერი,ნორჩ ახალ წელს გაუმარჯოს მისი მრავალჟამიერი! - ახალო წელო გნატრობდითგულის ფანცქალით გელოდით,ფიფქებში გაბრწყინებულიმხოლოდ შენ გვესიზმრებოდი.- ახალო წელო, მიიღეთ ჩვენგან ეს ტკბილეული! დაე, სულ ტკბილად და ბედნიერად გაგეტარებონოთ ეს წელი!- თოვლის ბაბუაც აქ არისჩვენი პირველი მაყარირაც მინატრია ამიხდა,როგორც ლამაზი ზღაპარი.(კაკუნი)- მეკვლე ვარ კარი გამიღეთ სულს ღაფავს ღამე ბებერიისმის მამლების ყვილიახალწლის მაუწყებელი. - ზამთარია, თოვლი მოდის, გარეთ მაინც თბილა,საქართველო ეგებება, ახალი წლის დილას. - გზადაგზა ცლის სავსე ხურჯინს, სიტყვას თაფლში ავლებს,უნდა ყველას დაებედოს, ბედნიერი ხვალე. - მონარნარებს, მოფარფატებს ფიფქის ციცქნა ფთილა, გაუმარჯოს საქართველოს ახალი წლის დილას! - ახალი წლის მობრძანებას მოგილოცავთ წრფელი გულით.
სავსე იყოს იმედებით,
სიკეთით და სიხარულით.
ქრისტე ღმერთი გმფარველობდეთ,
გისრულებდეთ ყველა წადილს.
ბედნიერი ყოფილიყოს
ეს ახალი წელიწადი.
- დღეს ახალი წელი არის, იცით მე რა მიხარია?
ჩემი სკოლის მეგობრები, სუყველანი აქ არიან!
- ჩვენს პაწია ნაძვის ხეზე, ვერცხლი ელავს, ოქრო ბზინავს,
საახალწლოდ თოვლის პაპამ, ყელი ჩაგვიკოკლოზინა.
გვამღერა და გვათამაშა, იცინა და ჩვენც გვაცინა,
როცა ზღაპარს გვიყვებოდა, ყველას ტკბილად ჩაგვეძნა.
ახლა თოვლში ვკოტრიალობთ, დავსრიალებთ ქარზე სწრაფად
ულვაშებში ეღიმება, გახარებულ თოვლის პაპას.
- თოვლი მოდის სიხარულმა, გული ამიფრიალა, თამრიკოსაც დავუძახე მარტო ლელას კი არა.
გავიტანე ჩემი ციგა, ლამაზი და კრიალა
დავსხედით და ქუჩის ბოლოს ხელად ჩაგვასრიალა.
- ზამთარია, თოვლი მოდის, გარეთ მაინც თბილა,
საქართველო ეგებება, ახალი წლის დილას.
გზადაგზა ცლის სავსე ხურჯინს, სიტყვას თაფლში ავლებს,
უნდა ყველას დაებედოს, ბედნიერი ხვალე.
მონარნარებს, მოფარფატებს ფიფქის ციცქქნა ფთილა,
გაუმარჯოს საქართველოს ახალი წლის დილას!
- თოვლის მოსვლას ველოდები, ვიცი ნატვრა ამიხდება
გავიღვიძებ და ერთ დილას ეზო თეთრად დამიხვდება.
ვითამაშებ, გავიხარებ, თოვლის პაპას ვესვრი გუნდებს.
ციგით მაინც ვისრიალებ, გინდ ათასჯერ გადაბრუნდეს.
- აუ, რა თოვლი მოვიდა,
შორიდან, ცის სიშორიდან,
დიდგორიდან თუ გორიდან,
ყაზბეგიდან თუ შოვიდან.
- ჯავახეთიდან, თორიდან,
თეთნულდიდან თუ უშბიდან,
აქამდე რად არ მოვიდა,
აქამდე რაღა უშლიდა.
- საიდან მოდის ამ ღამით,
მყინვარწვერიდან თუ ციდან,
გვახარა წელი ახალი,
თურმე ახალ წელს უცდიდა.
- ფიფქების ცეკვა მაოცებს,
მეც ცეკვა-ლხენა მომინდა.
ღმერთო, ქვეყანა დალოცე,
ახალი წელი მოვიდა.
- გამარჯობა ტკბილო, ახალი წლის დილავ,
გული გვიწევს გარეთ, ვინ დადგება შინა!
დიდი თოვლის პაპა, დავდგით დიდის ამბით,
არ დაგვიდნეს ოღონდ, აღარა ვართ დარდით.
- მე ფიფქი ვარ ერთი ციდა,
ჩამოვფრინდი, ახლა ციდან
და მინდა რომ მოგესალმოთ,
მსურს გახაროთ, ამ სცენიდან:
- მალე, სხვა ფიფქებიც მოვლენ,
გათეთრდება ჩვენი მხარე
და ბავშვების ჟრიამულით,
გაიღვიძებს არე-მარე.
- ჟრიამულით დავბრუნდებით,
შემოვაღებთ ერთად კარებს,
ხელად მოვრთავთ ნაძვის რტოებს,
ვიმღერებთ და გავიხარებთ.