четверг, 20 сентября 2018 г.

კლასის საათი

     
კლასის  საათის  ჩატარება


1. პიროვნული და მორალური განვითარება – მე – პიროვნება, სოციუმი ჩემს გარშემო, ურთიერთობა თანატოლებთან და უფროსებთან, ტოლერანტობა, ადამიანთა უფლებები, ზოგადასაკაცობრიო ღირებულებები, ეტიკეტი. თანამშრომლობის მნიშვნელობა, ცნება `თანაკლასელი~; ურთიერთობისას და სწავლის პროცესში წამოჭრილი სირთულეები და მათი მოგვარების გზები; კონფლიქტების აცილებისა და მოგვარების უნარების განვითარების აუცილებლობა. თვითრწმენა – საკუთარ თავსა და ძალებში დარწმუნება; პატივისცემა – საკუთარი თავის, სხვა ადამიანების; როდის ვარღვევთ სხვათა უფლებებს? როდის ირღვევა ჩვენი უფლებები?
რეკომენდაციები "სადამრიგებლო საათის" განხორციელებისთვის.


2. გარემოს დაცვითი კულტურა და ცხოვრების ჯანსაღი წესი – პირადი ჰიგიენა, ავადმყოფობის გავრცელების წყაროები, სასარგებლო საკვები, დროის ორგანიზება, დღის რეჟიმი, სპორტის მნიშვნელობა, მავნე ჩვევების საფრთხე. გარემოს და ბუნების მოფრთხილება; ჯანსაღი ცხოვრების სტილი – რას ნიშნავ სეს?

3. უსაფრთხოება და მოქალაქეობრივ-პატრიოტული ცნობიერება – ჩემი ეზო, ჩემი სკოლა, ჩემი ქალაქი/სოფელი, ჩემი სამშობლო, ისტორია, გამოჩენილი პიროვნებები, მნიშვნელოვანი მოვლენები, ტრადიციები, წესები და კანონები;

4. ინტელექტუალური და ესთეტიკური განვითარება – ხელოვნების, ტექნოლოგიური და ინტელექტუალური მიღწევების მნიშვნელობა.

დამრიგებლის კლასთან მუშაობა, სასურველია, შემდეგი ფორმით მიმდინარეობდეს: მოსწავლეებთან საუბრები, კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით დისკუსიები, ვიქტორინების, ზეიმების, ექსკურსიებისა და ლაშქრობების ორგანიზება, ცნობილ ადამიანებებთან და მოსწავლეთა საჭიროებიდან გამომდინარე, სხვადასხვა სპეციალისტთან თუ ორგანიზაციის წარმომადგენლებთან შეხვედრის მოწყობა.
დამრიგებლებმა ყველაზე უკეთ იციან კლასის საჭიროებანი და სწორედ აქედან გამომდინარე, გეგმავენ შეხვედრებსა და ღონისძიებებს. თუმცა შესაძლებელია შეხვედრებს სისტემატური ხასიათი ჰქონდეს და წინასწარ იყოს დაგეგმილი, მაგ. კვირაში ერთხელ.




როგორ დავეხმაროთ პირველკლასელებს სკოლაში სწავლისთვის მნიშვნელოვანი უნარების განვითარებაში. კონკრეტული რეკომენდაციები და დავალებები, თანამშრომლობაავტორი: ნინო ლაბარტყავაიმისთვის, რომბავშვისკოლაში თავს კომფორტულად გრძნობდეს,მნიშვნელოვანია, ის სკოლისთვის მზად იყოს სოციალურ-პიროვნული თვალსაზრისითაც.სოციალური სფეროს მომწიფება სასკოლო მზაობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პარამეტრია.

მეცნიერები სოციალური მზაობის ცნებაში შემდეგ უნარებს მოიაზრებენ:

1. ბავშვის თანატოლებთან ურთიერთობის მოთხოვნილებას და უნარს,დაუქვემდებაროს საკუთარი ქცევა ბავშვების ჯგუფის წესებს;

2. მოსწავლის როლის შესრულების უნარს (გაიგოს უფროსის მოთხოვნა და შეასრულოს, რასაცმისგან მოითხოვენ);

3. ქცევის სიტუაციის შესაბამისად მართვის უნარს.

კვლევებით დადგენილია, რომ სოციალური კომპეტენტურობით გამორჩეული ბავშვები უფრო იოლად ეგუებიან სასკოლო გარემოს და ხშირად აკადემიური მოსწრებაც უკეთესი აქვთ.

ოჯახიდან ან ბაღის ჩვეული გარემოდან მოსული მოსწავლისთვის ძალზე მნიშვნელოვანია, "ახალ ოჯახში” თავს უსაფრთხოდ გრძნობდეს, უსაფრთხოების შეგრძნებას კი პირველ რიგში ახალი ჯგუფისადმი მიკუთვნებულობა განაპირობებს. რაც უფრო მეტად იღებენ ადამიანს ჯგუფში, რაც უფრო მეტი სიყვარულით ეპყრობიან და აღიარებენ, მით უფრო მეტად უვითარდება მას საკუთარი თავის პატივისცემა, რაც ეხმარება კიდეც თვითრეალიზაციაში.

ურთიერთობის მოთხოვნილება უმცროსი სასკოლო ასაკის ბავშვის ერთ-ერთი ძირითადი მოთხოვნილებაა. 5-6 წლიდან ბავშვები "მარტო მეზობლური” თამაშიდან ერთად თამაშზე გადადიან; უჩნდებათ მოთხოვნილება, რაღაცას მოუყვნენ ერთმანეთს, აჩვენონ რამე, ერთად შეასრულონ უფროსების დავალება. ერთობლივი მოქმედება სულ უფრო და უფრო მიმზიდველი ხდება, რითაც საფუძველი ეყრება მეგობრობის გაცდის განვითარებას.

მაგრამ, როგორც ვიცით, ყველა ბავშვი უნიკალურია, თანატოლებთან ურთიერთობის გამოცდილებაც, პიროვნული თვისებებიდან, ტემპერამენტიდან, ოჯახური გარემოდან თუ სკოლამდელ დაწესებულებაში სიარულის გამოცდილებიდან გამომდინარე, შეიძლება ყველას სხვადასხვანაირი ჰქონდეს. ამიტომაც არის მნიშვნელოვანი, რომ სწორედ სკოლაში, პირველი კლასიდანვე ვიზრუნოთ თანამშრომლობის უნარის განვითარებაზე, შევაჩვიოთ პატარა მოსწავლეები ერთად თამაშს, სხვადასხვა საქმიანობის ერთად შესრულებას.
გთავაზობთ კონკრეტულ აქტივობებს, რომლებიც დაწყებითი კლასის მოსწავლეებს თანატოლებთან ურთიერთობის უნარებს განუვითარებს.   




რა  არის  მეგობრობა?






მოკოლენდი  საუკეთესო  მეგობრობა

















კლასის  საათი
მიმართულებ:   პიროვნულ  მორალური  განვითარება
თემა: მეგობრობის  უნარის  განვითარება
მიზანი:  მოსწავლე  შეძლებს  გაიაზროს  მეგობრის  ყოლის  აუცილებლობას
,,მეგობარი  მეგობრისთვის  სიყვარული გზად  და  ხიდად''

დიდი  და პატარა მგელიფრანგი ავტორის მიერ დაწერილი ზღაპარია. მწერალი ოსტატობითა და მგრძნობელობით გადმოგვცემს ამბავს, რომელიც გვაჩვევს მარტოობაზე ფიქრს, სოლიდარობას, გვანახებს ეგოსა და სიყვარულის უნარის ურთიერთკავშირსყველაფერს, რაც მეგობრობის ჯავშანს წარმოადგენს.
დასაწყისში ჩვენ ვხედავთ ხის ქვეშ უდარდელად წამოწოლილ მგელს. ის ფიქრობს, რომ მის ცხოვრებაში ერთი ჩვეულებრივი დღე დგას, თუმცა, სინამდვილეში ყველაფერი სხვანაირადაა. სწორედ ამ დროს ჰორიზონტზე პატარა ლურჯი ფიგურა გამოჩნდება.
დიდ მგელს შიშისაგან გააცივა, ფიქრობდა, ახალმოსული სინამდვილეში უფრო დიდი შეიძლებოდა ყოფილიყო. მაგრამ როცა უცხო ახლოს მივიდა, ის პატარა მგელი აღმოჩნდა. დიდმა მგელმა შვებით ამოისუნთქა.“
თავდაპირველად მათ ჩუმად დაიწყეს ერთმანეთის დაკვირვებაეჭვნარევი ყურადღება  დამხვდურ მგელს მზრუნველობაში გადაეზარდა. ჩვენ ვხედავთ, როგორ ჩნდება მის გულში ახალი გრძნობა და ცდილობს თვითგამორკვევას, რა არის ეს გრძნობა.
დადგა ღამე. პატარა მგელი დარჩა, რაც  დიდს არც თუ ისე მოეწონა.  ბოლოს და ბოლოს, ეს ხე ყოველთვის მისი ხე იყო. როცა დიდი მგელი დასაძინებლად დაწვა, პატარა მგელმაც გამონახა ადგილი მის გვერდით ხის ქვეშ. ცოტა ხანში სიცივისგან კანკალი აუტყდა, დიდმა მგელმა მას ფოთლების გადასაფარებლის კუთხე უწილადა. იფიქრა, ეს საკამრისი აღმოჩნდებოდა.
გათენდა თუ არა, დიდმა მგელმა ჩვეულ რუტინას მიმართა და ვარჯიში დაიწყო, პატარამაც მას მიბაძა, ჩუმად იმეორებდა სავარჯიშოებსგასაოცარი იყო მისი სიმამაცე და გულმოდგინება.
მერე სეირნობის ჟამიც დადგა. ახალმოსახლე ხის ქვეშ დატოვა  მგელმა და ტყისკენ გაუყვა გზას. თან უკან იხედებდა და ამოწმებდა, ისევ იქ იჯდა თუ არა ლურჯი წერტილი. როცა ხის ქვეშ მჯდომარე პატარა მგელს დაინახავდა, დიდს ეღიმებოდა
საღამოს, შინ დაბრუნებისას დიდმა მგელმა ხესთან ლურჯი წერტილი ვეღარ შენიშნა. თავდაპირველად საკუთარი თავი დაარწმუნა,  შორს იმყოფებოდა და ამიტომ ვერ არჩევდა. მაგრამ, როცა ვრცელი მინდორი გადიარა, კვლავ ვერაფერი შენიშნა
გაიქცა მგელი ხისკენ
იქ, მართლაც აღარავინ იყო.
დიდმა მგელმა ცხოვრებაში პირვლად იგრძნო სიცარიელე. მის ხესთან არავინ იჯდა, არც დიდი, არც პატარაყველაფერი უწინდელივით იყომხოლოდ ახლა მგელმა მოიწყინა
იმ საღამოს არც უჭამია და არც უძინია, ის უცდიდა
საკუთარ თავს გამოუტყდა, რომ მის გულში ვიღაცამ ადგილი დაიკავა, დიდი ადგილი.
მგელიც უცდიდა და უცდიდა
უცდიდა უმიზეზოდ და უსეზონოდ.
ერთ დღესაც ჰორიზონტზე პატარა ლურჯი წერტილი კვლავ გამოჩნდა და მგლის გულმა გამალებით დაიწყო ფეთქვა.
სად იყავი ?“ – ვერ მოითმინა და ჰკითხა მოსულს.
აქვე, ქვემოთ.“ -უპასუხა პატარა მგელმა.
იცი, უშენოდ თავს მარტო ვგრძნობდი !“
მეც, მეც მარტოსული ვიყავი უშენოდ!“ – პატარა მგელმა ახლოს მიიწია დიდისკენ, ნაზად მიეყრდნო თავით მის მხრებს და ორივემ ბედნიერება იგრძნო.
ასე გადაწყდა, რომ პატარა მგელი მასთან დარჩებოდა.
ეს არის მგრძნობიარე ზღაპარი მარტოობაზე, ურთიერშეჩვევაზე და იმაზე, როგორ გარდაგვქმნის მეგობრობა.




















კლასის  საათი
თემა:  გარემოსდაცვა
მიმართულება;  გარემოსდაცვითი 
მიზანი:  მოსწავლე  გააცნობირერებს  გარემოსდაცვითი  ღირებულებების გააზრებას,ჩამოუყალიბდება  გარემოს  სისუფთავეზე  ზრუნვის, უნარ- ჩვევები

























კლასის  საათი
თემა:  აღდგომა
მიმართულება: პიროვნულ  მორალური  განვითარება
მიზანი;      მოსწავლე  გააცნობიერებს  ქრისტიანული  დღესასწაულის  მნიშვნელობას.









თემა:ქრისტიანულ  რელიგიური დღესასწაული ,, გიორგობა''

მიზანი :წმინდა  გიორგის  სასწაულებრივ  ძალაზე  და შემწეობაზე ინფორმაციის მიწოდება.






12  მაისი  ანდრია პირველწოდებულის  ხსენების  დღეა
თემა: ანდრია  პირველწოდებულის ისტორია
მიზანი: წმინდანის  შესახებ  ინფორმირებულობა.







,,თამარობა''
თემა:თამარ  მეფის  ცხოვრება  და  მოღვაწეობა
მიზანი: წმინდანის  შესახებ  მოსწავლეთა ინფორმირებულობა.


ლექსი  თამარ მეფეზე



თამარ  მეფის  ფრესკა ბეთანიის მონასტერში.



სიმღერა  თამარ  მეფეზე (ხალხური)







შოთა  რუსთაველი  და  თამარ  მეფე.







კომპლექსური დავალებები

https://www.youtube.com/channel/UCH9Fh-JgnRaYylXG9_sD9Jg/videos