понедельник, 10 декабря 2018 г.

პროექტის პრეზენტაცია ,, ჩემი საყვარელი ცხოველი"




როექტის  სათაური :       
          ,,  ჩემი  საყვარელი  ცხოველი"
პროექტში  მონაწილე  მოსწავლეები:  20  
კლასი - მესამე.
პროექტის   განხორციელების  ვადები;
      დეკემბერი   -ივნისი      





პროექტის  სათაური :                 ,,  ჩემი  საყვარელი  ცხოველი"
პროექტში  მონაწილე  მოსწავლეები:       21  კლასი  მესამე.
პროექტის   განხორციელების  ვადები      დეკემბერი   -ივნისი                             


სსიპ გურჯაანის მუნიციპალიტეტის შაშიანის საჯარო  სკოლის დაწყებით კლასების მასწავლებელი   ნაზიბროლა  ნარეკლიშვილი

                                           პროექტის  გეგმა     ,,ჩემი  საყვარელი  ცხოველი’’
I.ზოგადი ინფორმაცია პროექტის შესახებ:
პროექტის  სახელწოდება
 ,,ჩემი საყვარელი  ცხოველი’’
რეგიონი
კახეთი
სკოლა
შაშიანის საჯარო სკოლა
სკოლის დირექტორი
თამარ  თვალიაშვილი
პროექტის ავტორი  /ავტორები
ნაზიბროლა  ნარეკლიშვილი
პროექტის  საკონტაქტო  პირი
ნაზიბროლა ნარეკლიშვილი
ტელეფონი
577-67-87-01
ელექტრონული  ფოსტა
Nazi.nareklishvili@gmail.com
რომელი საგნის მასწავლებლები მონაწილეობენ პროექტში
ბუნებისმეტყველება
მე და საზოგადოება
რომელ საგანს და საგნობრივ ჯგუფს  შეესაბამება პროექტი
ბუნებისმეტყველება, ხელოვნება, ისტი.
რომელი კლასის მოსწავვლეები მიიღებენ მონაწილეობას პროექტში?
მე-3
რამდენი მოსწავლე მიიღებს პროექტში მონაწილეობას?
20
რომელ საზოგადოებრივ ორგანიზაციასთან ან სათემო ჯგუფთან არის დაგეგმილი  თანამშრომლობა?
მე-3 კლასის მოსწავლეები, მშობლები, უბნის ექიმი, ვეტერინარი.
პროექტის დაწყების და  დასრულების თარიღი
დეკემბერი-ივნისი
ეროვნული სასწავლო გეგმა სტანდარტები:
ბუნ:III .1 მეცნიერული კვლევა- ძიება
 მოსწავლემ უნდა შეძლოს პრაქტიკულ აქტივობებში მონაწილეობა და ელემენტარული კვლევითი  უნარ-ჩვევების დემონსტრირება.
    ხელ.  ს.გ   III.4 მოსწავლეს შეუძლია ნამუშევრის შექმნა შთაბეჭდილებებისა და           წარმოსახვის მეშვეობით.

ი.სტ. დაწყ 3. ქმნის ფაილებს და საქაღალდეებს ლოგიკური ორგანიზების პრინციპითა და ეფექტიანად შენახვისა და წაკითხვის მიზნით.
                                                              
                                                     პრობლემის აღწერა
I .I..პრობლემის აღწერა:   უპატრონო  ძაღლების პრობლემა აქტუალლობას არ კარგავს   სოფელსა-თუ  ქალაქად. სტატისტიკის თანახმად,   ქალაქში  1500- მდე უპატრონო ძაღლია და მათგან 500  ჯერ  არ არის აცრილი, რაც იმას  ნიშნავს ,რომ ისინი  სხვადასხვა დაავადებების პოტენციური  გამავრცელებლები არიან, ხშირად ისინი აგრესიულობით  გამოირჩევიან. ძაღლები თავისუფლედ გადაადგილდებიან სოფელ შაშიანის  ქუჩებშიც  და განსაკუთრებულ საფრთხეს სკოლის მიმდებარე ტერიტორაზე  ქმნის. ბავშვები,    რომლებსაც სახლში შინაური ცხოველები არ ჰყავთ, სიამოვნებით  თამაშობენ მათთან. შინაურ ცხოველებთან ურთიერთობა ბავშვის განვითარების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პირობაა, მაგრამ ასევე  გასათვალიწინებელია, რომ ასეთი ტიპის ურთიერთობა  გარკვეულ  ცოდნასა  და სიფრთხილესაც მოითხოვს , რაც მათ   და მათ მშობლებსაც ყურადღების მიღმა რჩებათ. ამ მხრივ აუცილებელა  მოსწავლეების და მათი მშობლების ცნობიერება  ამაღლდეს  და მკაფიო  წარმოდგენა შეუქმნათ  იმის შესახებ, თუ როგორ უნდა მოექცნენ ძაღლებს , რა დადებითი შეიძლება მოიტანოს მათთან ურთიერთობამ, ან  რა უნდა იცოდნენ, რომ შესაძლო საფრთხე აირიდონ და სხვებსაც აარიდონ თავიდან.
III.პროექტის აქტუალურობა: პროექტი აქტუალურია იმიტომ, მაწანწალა ცხოველები საფრთხეს უქმნის   არა  მხოლოდ  ჩვენი სოფლის მოსახლეობას, არამედ ქალაქის და სხვა ქვეყნების მოსახლეობასაც. მაწანწალა ცხოველების მიერ გავრცელებულმა ინფექციურმა დაავადებებმა    ადამიანის ჯანმრთელობას   შეიძლება  ზიანი მიაყენოს. თუ დროულად არ დავიწყებთ ამ კუთხით ცნობიერების ამაღლებას მოსწავლეებსა და მათ მშობლებში,  თავადაც შეიძლება საფრთხე დაგვემუქროს, რისთვისაც დროული ნაბიჯების გადადგმა აუცილებელია.

IV.პროექტის მიზნები:
აკადემიური მიზნები:
   ბუნ:III .1 მეცნიერული კვლევა- ძიება
 მოსწავლემ უნდა შეძლოს პრაქტიკულ აქტივობებში მონაწილეობა და ელემენტარული კვლევითი  უნარ-ჩვევების დემონსტრირება.
   ი.სტ. დაწყ 3. ქმნის ფაილებს და საქაღალდეებს ლოგიკური ორგანიზების პრინციპითა და ეფექტიანად შენახვისა და წაკითხვის მიზნით.
     ხელ.  ს.გ   III.4 მოსწავლეს შეუძლია ნამუშევრის შექმნა შთაბეჭდილებებისა და           წარმოსახვის მეშვეობით.



გრძელვადიანი მიზნები:    
მოსწავლეებს გამოუმუშავდებათ პრობლემის გადასაჭრელად თანატოლებთან და უფროსებთან სოციალური პრობლემების გადაჭრის უნარ-ჩვევები         საზოგადოებრივი  მიზნები:
·         მოსწავლეებისა და მათი მშობლების ცნობიერების ამაღლება   უპატრონო ცხოველებთან კონტაქტით გამოწვეული რისკებისა და საფრთხეების შესახებ და  
·         მოსწავლეთა ქცევის კორექციის ხლშეწყობა.
V.პროექტის სამიზნე ჯგუფი: სოფელ შაშიანის მე-3 კლასის მოსწავლეები და მათი მშობლები
VI .დაგეგმილი   საქმიანობები:
რა  სახის  საგანმანათლებლი  აქტივობებს  ითვალისწინებს  პროექტი?
·         მასწავლებელი  მოაწყობს პრეზენტაციას პრობლემის გამოსაკვეთად, განსაზღვრავს პრობლემის არსს,

·          ინფორმაციის მოპოვება  უპატრონო ცხოველების შესახებ
·          ფილმის ჩვენება ,,ლომა ჩემი  მეგობარია’’
·         დისკუსია ფილმის ყურების შემდეგ.
·          ვეტერინარის ვიზიტი  ,რომელიც ესაუბრება ბავშვებს ცხოველებთან ურთიერთობის შესახებ, თუ  როგორ უნდა მოუარონ მათ ან როგორ  დაიცვან თავი  საფრთხის შემთხვევაში.
·          მოსწავლეები  საყვარელი ცხოველების ფოტოებით  მოამზადებენ პრეზენტაციას.
·         მოსწავლეები  შექმნიან კედლის  გაზეთს , რომელშიც აღწერილი იქნება უპატრონო  ძაღლებთან   მოქცევის წესები,  ცხელი ხაზის ტელეფონის ნომერი, რომელზეც უნდა დარეკოს მოქალაქემ საჭიროების შემთხვევში.
·         მოეწყობა პრეზენტაცია,  სადაც  მოწვეულნი იქნებიან მე-3 კლასის მოსწავლეები, მათი  მშობლები და დაწყებითი კლასების პედაგოგები.

   VII.პროექტის მოსალოდნელი შედეგები: 
სავარაუდოდ
პროექტის ფარგლებში 20 -მა მოსწავლემ და მათმა  მშობლებმა მიიღებენ ინფორმაციას ცხოველებთან მოქცევის წესების შესახებ  აიმაღლებენ  ცნობიერებას.   პროექტის ფარგლებში მომზადდება  პრეზენტაციები  ბუკებში, კედლის გაზეთი , ინფორმაცია პროექტის შესახებ .
პროექტის განრიგი
N
საქმიანობა
პასუხისმგებელი პირი
დეკემბერი

იანვარი
თებერვალი
მარტი
აპრილი
მაისი
ივნისი
1
მოსამზადებრლი სამუშაო და პრობლემის წარდგენა
ნაზიბროლა ნარეკლიშვილი

ü   






2
სხვადასხვა საინფორმაციო ტექსტების გაცნობა  ცხოველებთან დაკავშირებით.
ნაზიბროლა ნარეკლიშვილი


ü   





3
ფილმის ჩვენება
,,ლომა  ჩვენი მეგობარია’’
ნაზიბროლა ნარეკლიშვილი



ü   




4
ვეტერინარის ვიზიტი
ნაზიბროლა ნარეკლიშვილი




ü   



5.
პრეზენტაციის მომზადება ბუკებში
ნაზიბროლა ნარეკლიშვილი





ü   


6
კედლის გაზეთის გამოშვება,,
მე-3 კლასის მოსწავლეები





ü   

7
პროექტის პრეზენტაცია
მე-3 კლასის მოსწავლეები






ü   


   პროექტის       პრეზენტაციის     ამსახველი  მასალა:
                                                       













პროექტის  ხელმძღვანელი   ნაზიბროლა  ნარეკლიშვილი
<iframe id="vp1UnvXi" title="Video Player" width="432" height="243" frameborder="0" src="https://s3.amazonaws.com/embed.animoto.com/play.html?w=swf/production/vp1&e=1547140899&f=UnvXiWwuU89XIMAnYKxrIQ&d=0&m=p&r=360p&volume=100&start_res=undefined&i=m&asset_domain=s3-p.animoto.com&animoto_domain=animoto.com&options=" allowfullscreen></iframe>
">

четверг, 15 ноября 2018 г.

როლური თამაში

როლური თამაშები (როლების გათამაშება)


როლური თამაში - ეს არის მეთოდი, რომლის მეშვეობითაც პედაგოგმა  მონაწილეებს შეუძლიათ შეიძინონ ცხოვრებისეული გამოცდილება, შეასრულებენ რა მასწავლებლის  მიერ შეთავაზებულ სიტუაციაში წარმოსახვითი პიროვნების როლს.
როლური თამაშების გამარტივებულ სამყაროში უფრო ადვილია მიმდინარე პროცესების სტრუქტურისა და მიზეზ-შედეგობრივი კავშირების ურთიერთობების დანახვა და გაცნობიერება, ვიდრე რთულ რეალობაში. ამიტომაც, ამ მეთოდის მეშვეობით, შესაძლებელი ხდება უფრო ეფექტურად და ნაკლები რისკით შევისწავლოთ და შევიძინოთ ახალი ქცევითი ნორმები და ხერხები და შევამოწმოთ პრაქტიკაში ჩვენი იდეები.
იმისათვის, რომ როლური თამაშის მეთოდის გამოყენებას მაქსიმალური სარგებელი მოჰყვეს, შემოთავაზებული სიტუაციები შეძლებისდაგვარად უნდა ასახავდნენ რეალობას. ინსტრუქცია დეტალურად უნდა აღწერდეს სიტუაციის ყველა ასპექტს. მონაწილეებს საშუალება უნდა მიეცეთ, თავიანთი შეხედულებებისამებრ შეასრულონ როლები.
როლური თამაშის დროს მონაწილეთა ამოცანაა, შექმნან ყოველდღიურ ცხოვრებაში ადამიანებისათვის დამახასიათებელი ქცევითი მოდელები. სწორედ ეს ქცევა, და არა მათი მსახიობური მონაცემები და ტალანტები, უნდა იქცეს შემდგომ ჯგუფის დისკუსიის თემად, რომელიც ყურადღებით ადევნებს თვალს მათ გამოსვლას. როლურ თამაშს მეტი ეფექტი ექნება, თუ არის მისი ვიდეოჩანაწერის გაკეთების და შემდეგ განხილვის საშუალება.
ამ მეთოდის გამოყენებისას, პედაგოგმა  უნდა:

კომპლექსური დავალებები

https://www.youtube.com/channel/UCH9Fh-JgnRaYylXG9_sD9Jg/videos