გაკვეთილის გეგმები
გაკვეთილის გეგმა
მასწავლებლის სახელი გვარი, პირადი ნომერი: ნაზიბროლა
ნარეკლიშვილი.
საგანი: ბუნებისმეტყველება
სწავლების საფეხური/კლასი: დაწყებითი
საფეხური IIკლასი
მოსწავლეთა რაოდენობა: 20
გაკვეთილის თემა:
მცენარეები და მათი ნაწილები.
გაკვეთილის მიზანი:მოსწავლე აღწერს მცენარის ძირითად გარეგან
ნაწილებს,ამოიცნობს ასახელებს და გამოთქვამს აზრს მათი ფუნქციის
შესახებ.
კავშირი საგნობრივ სტანდარტებთან :
ბუნ.II.1.მოსწავლე
აღწერს მცენარისა და ცხოველის
ძირითად გარეგან ნაწილებს
შედეგი თვალსაჩინოა
, თუ მოსწავლე :
>თვალსაჩინოებაზე ამოიცნობს ორგანიზმის ძირითად გარეგან ნაწილებს, ასახელებს და
გამოთქვამს აზრს მათი
ფუნქციის შესახებ;
თალსაჩინოებაზე
ამოიცნობს ორგანიზმის მსგავსი ფუნქციის ნაწილებს(მაგალითად,ფეხი/ფრთა/ფარფლი-მოძრაობა
,ცხვირი/დინგი/ხორთუმი-ყნოსვა);
მცენარეებისა
და ცხოველების ორგანიზმის ძირითადი
ნაწილების მრავალფეროვნების წარმოსაჩენად აგროვებს მასალას(მაგ. ჰერბარიუმი,ჟურნალ -გაზეთების ილუსტრაციები)აკეთებს კოლაჟს;
ასრულებს მარტივ
ინსტრუქციებს და ფრაგმენტებისგან ქმნის მცენარის, ცხოველის ,გამოსახულებას.
მოსწავლეთა
წინარე ცოდნა:მოსწავლეს შეუძლია აღწეროს ორგანიზმები გარეგნული ნიშნების მიხედვით.
მოსწავლეებმა იციან ბალახოვანი,
ბუჩქოვანი, ფოთლოვანი , წიწოვანი მცენარეების
ამოცნობა და დასახელება.
აქტუალობა:გაკვეთილი გაუღრმავებს
მოსწავლეებს ცოდნას მცენარეების დადებითი და სიცოცხლისათვის აუცილებელი მნიშვნელობის შესახებ .ჩამოუყალიბდებათ მათდამი მზრუნველი
დამოკიდებულება.
გაკვეთილის
მსვლელობა /საკლასო მენეჯმენტი
N
|
აქტივობის აღწერა
|
გამოყენებული
მეთოდი/მეთოდები
|
კლასის ორგანიზების
ფორმა/ფორმები
|
სასწავლო რესურსები
|
დრო (წთ)
|
||||||
1
|
საორგანიზაციო საკითხების
მოწესრიგება მოსწავლეთა დასწრების აღრიცხვა.
|
|
მთელი კლასი
|
საკლასო ჟურნალი
|
2-3 წუთი
|
||||||
2
|
მოთელვა:
მოსწავლეებს ვთხოვ გააცოცხლონ ტყის ბინადრები.
რის შემდეგაც
თავიაანთ განცდებს გადმომცემენ(.მცენარეების,
ცხოველების, ფრინველების ენით.)
|
|
მთელი კლასი
|
გამოსაძახებელი
ჩხირები.
|
5-6 წუთი
|
||||||
3
|
წინასწარ:
მოსწავლეებს მივანიშნებ
საკლასო ოთახში შექმნილ
ტყეზე - რა ეწოდება ხეების ერთობლიობას?(ტყე)
-რა ბინადრობს ტყეში?(ცხოველები,ფრინველები.)
როგორი ხეებია
ჩვენს მიერ შექმნილ ტყეში?(ფოთლოვანი,
და წიწოვანი.)რა ეწოდება ასეთ ტყეს?(შერეული)
-როგორი
ხეები ვიცით? ჩვენ ვიცით?(წიწოვანი და ფოთლოვანი ტყეები.)რა მნიშვნელობა აქვს
ტყეს? (გვანიჭებს სიამოვნებას, ასუფთავებს ჰაერს, თავშესაფარია, აკავებს წყალს, გვაძლევს ჟანგბადს.გვაძლევს სათბობ
მასალას, ..)
რომელი ხეები
ქმნიან ფოთლოვან და წიწოვან ტყეებს?
|
დისკუსია
|
|
,მოსწავლეების მიერ
შექმნილი.
(თვალსაჩინოება.)
,,ჩვენი ტყე’’
|
3-5წთ
|
||||||
|
|||||||||||
|
აქტივობა:დააკავშირეთ სიტყვები მარკერების გამოყენებით.
|
დემონსტრირებ-
ის მეთოდი.
|
ინდივიდუალურად.
|
გამოსაძახებელი
ჩხირები.
ფოთლოვანი ტყე.
წიწოვანი ტყე.
მუხა
არყი
წიფელი
რცხილა
ნაძვი
ფიჭვი
სოჭი
|
2-3წუთი
|
||||||
|
სქემის შევსება ;
რა ვიცით
მცენარეების შესახებ?
ვიცი, გავიგე
, მინდა ვივოდე.
|
|
მთელი კლასი
|
|
2-3წუთი
|
||||||
|
განმავლობაში:
ახალი ცოდნის აგება;
1.ტყის გარდა
მცენარეები კიდევ სად გვხვდება?(სახლში,
მინდორში, სკოლის ეზოში, საკლასო ოთახში.)
2.მცენარე როგორი
შეიძლება იყოს?(ბალახოვანი, ბუჩქოვანი, ხე მცენარე,ოთახის მცენარე.აშ.)
რა ნაწილები აქვს მცენარეს?
|
სოკრატული მეთოდის
გამოყენება. (კითხვა-პასუხი)
|
მთელი კლასი.
|
პოსტერი
(თვალსაჩინოება ) ,,მცენარის
აგებულება.’’
|
10-15წუთი.
|
|
|
4)დავაკვირდეთ მცენარეს რატომ
არ იქცევიან?
5)რა სჭირდება მცენარეს
სიცოცხლისათვის?(ნიადაგი,წყალი,ჰაერი , საკვები, სითბო , სინათლე.)
მასწავლებელი დაფაზე აკრავს პოსტერს .,,მცენარის ნაწილები.
-რა ნაწილები აქვს
მცენარეს?
-რა ფუნქცია აქვს ფესვს?
-რა ფუნქცია აქვს ღეროს?
-რა ფუნქცია აქვს ფოთოლს?
-რომელი ნაწილი ამაგრებს
მცენარეს ნიადაგში?
-მცენარეს ნიადაგიდან თუ ამოვიღებთ რა მოუვა?(გახმება)
-რა დაემართება მცენარეს თუ მოვაჭრით,ფესვსვს, ფოთლებს ,ღეროს, მცენარეს(საკვებს
და წყალს, ვერ მიიღებს , გაჭკნება და გახმება)
- რომელი ნაწილები ეხმარება
მცენარეს ?
(ფესვი,ღერო, ფოთოლი, ყვავილი.)
როგორ უნდა მოვიქცეთ
რომ მცენარემ გააგრძელოს
სიცოცხლე.(ჩავრგათ ნიადაგში ვიზრუნოთ
მასზე .)
|
დაკვირვების მეთოდი.
|
მთელი კლასი
|
თვალსაჩინოება ,,მცენარის აგებულება.’’
სხვა და სხვა
მცენარეები.
|
|
|
|
სახელმძღვანელოზე მუშაობა;
ამოიცანით ისრებით მონიშნული მცენარის
ნაწილები
და დაასახელე.
შეადარე ამ ორი მცენარის ნაწილები
იპოვეთ მსგავსება-განსხვავება.
სქემის შევსება:
რა გავიგეთ ახალი?
მცანარის შესახებ?
|
დაკვირვების მეთოდი.
|
ინდივიდუალური მუშაობა.
|
სახელმძღვანელო, გვ.32
|
5-7 წუთი
|
||||||
|
აქტივობა:თამაში,,ამოვიცნოთ
შეხებით’’მოსწავლეები ხელის
შეხებით ამოიცნობენ მცენარის
ნაწილებს . (ფესვი, ღერო, ფოთოლი, ყვავილი.)
|
|
მთელი კლასი
|
სხვადასხვა
მცენარის ნაწილები. (ფოთლები,ყვავილები,ფესვი, ღერო.)
|
3-5
წუთი.
|
||||||
|
|||||||||||
?
|
სარეზერვო აქტივობა: განხორციელდება იმ შემთხვევაში თუ
დრო მოგვრჩება.
აქტივობა:მასწავლებელი წყვილებს აძლევს
სამუშაოს ,მოსწავლეთა, შესაძლებლობების გათვალისწინებით
ა)ამოიცანი მცენარის ნაწილი და
ჩაწერე.
ბ)დახატეთ მცენარის ყვავილი.
გ)გამოჭერით მცენარის ფოთოლი.
|
|
წყვილებში მუშაობა.
|
მცენარის ნახატი.
( მარკერები,
მაკრატელი,
ფერადი
ფურცლები.)
|
3-5
წუთი.
|
||||||
|
შეფასება;მასწავლებელი აჯამებს
გაკვეთილს და ავსებს სქემას.
რა მინდა რომ ვიცოდე
მცენარეების შესახებ.?
|
|
|
|
2-3
წუთი
|
||||||
|
|
|
|
|
|
||||||
5
|
საშინაო დავალება.
გამოძერწეთ ან დახატეთ ნებისმიერი
მცენარე.
დააწერეთ ძირითად
ორგანოებს შესაბამისი სახელი.(ფესვი,ღერო,ფოთოლი,ყვავილი,)
|
|
|
|
2წთ
|
გაკვეთილის ბოლოს მისაღწევი შედეგები:მოსწავლეებს გაკვეთილის ბოლოს
ეცოდინებათ მცენარის ძირითადი
ნაწილები ფესვის, ღეროს , ფოთოლის, და ყვავილის
ამოცნობა და დასახელება. შეადარებენ ნახატებს და იპოვიან ხე მცენარის
და ბალახოვანი მცენარის ნაწილებს შორის მსგავსებას -განსხვავებას.
შეფასება:
(მოსწავლის შეფასების კრიტერიუმები ან/და რუბრიკები
თან უნდა ერთვოდეს გეგმას)
მაღალი
|
საშუალო
|
დაბალი
|
მოსწავლე
სწორად აკავშირებს ფოთლოვანი და წიწოვანი
ტყისთვის დამახასიათებელ მცენარეს.
|
მოსწავლე მასწავლებლის დახმარებით
განარჩევს და აკავშირებს ფოთლოვანი და წიწოვანი
ტყისთვის დამახასიათებელ მცენარეს.
|
მოსწავლეს
უჭირს წიწოვანი და ფოთლოვანი ტყისთვის დამახასიათებელი მცენარეების შერჩევა.
|
მოსწავლეს
შეუძლია მცენარის ძირითადი ნაწილების
ამოცნობა , დასახელება.მათი ფუნქციის
შესახებ საკუთარი აზრის გამოთქმა.
|
მოსწავლეს
შეუძლია მხოლოდ ზოგიერთი
მცენარის ნაწილის ამოცნობა
და მათი ფუნქციის
შესახებ აზრის გამოთქმა.
|
მოსწავლეს
უჭირს მცენარის ძირითადი
ნაწილების დასახელება.
|
მოსწავლეს
შეუძლია იპოვოს ორ მცენარეს შორის
მსგავსება- განსხვავება
|
მოსწავლეს
შეუძლია ხე მცენარის
გარჩევა ბალახოვანი მცენარისგან,
მაგრამ უჭირს განმასხვავებელი ნიშნების ჩამოთვლა.
|
მოსწავლეს უჭირს ხე
მცენარის ბალახოვანი მცენარისგან განსხვავება, განმასხვავებელი ნიშნების
ჩამოთვლა.
|
კონსტრუქციული
უკუ კავშირი რა გაიგეს
კარგად რისი გაგება
გაუჭირდათ. რა საჭიროებს გაუმჯობესებას. რაზე მოუწევთ
კიდევ მუშაობა.
ხელმოწერა:ნაზიბროლა ნარეკლიშვილი.
თარიღი: