пятница, 3 октября 2014 г.

ჩემი პორთფოლიო

გაკვეთილის  გეგმები






                                         გაკვეთილის გეგმა
ასწავლებლის სახელი გვარი, პირადი ნომერი: ნაზიბროლა ნარეკლიშვილი. 

საგანი: ბუნებისმეტყველება

სწავლების საფეხური/კლასი:  დაწყებითი  საფეხური  IIკლასი

მოსწავლეთა რაოდენობა:  20

გაკვეთილის თემა:  მცენარეები  და  მათი  ნაწილები.

გაკვეთილის მიზანი:მოსწავლე  აღწერს მცენარის ძირითად  გარეგან  ნაწილებს,ამოიცნობს ასახელებს და  გამოთქვამს  აზრს  მათი  ფუნქციის  შესახებ.

კავშირი  საგნობრივ  სტანდარტებთან : 

ბუნ.II.1.მოსწავლე აღწერს  მცენარისა  და  ცხოველის ძირითად გარეგან ნაწილებს
შედეგი  თვალსაჩინოა , თუ  მოსწავლე :

>თვალსაჩინოებაზე ამოიცნობს ორგანიზმის  ძირითად გარეგან  ნაწილებს, ასახელებს  და  გამოთქვამს აზრს  მათი  ფუნქციის  შესახებ;

თალსაჩინოებაზე  ამოიცნობს ორგანიზმის მსგავსი  ფუნქციის  ნაწილებს(მაგალითად,ფეხი/ფრთა/ფარფლი-მოძრაობა ,ცხვირი/დინგი/ხორთუმი-ყნოსვა);

მცენარეებისა  და ცხოველების ორგანიზმის  ძირითადი ნაწილების მრავალფეროვნების წარმოსაჩენად  აგროვებს  მასალას(მაგ. ჰერბარიუმი,ჟურნალ -გაზეთების ილუსტრაციები)აკეთებს  კოლაჟს;

ასრულებს  მარტივ ინსტრუქციებს და  ფრაგმენტებისგან ქმნის  მცენარის, ცხოველის ,გამოსახულებას.

მოსწავლეთა  წინარე  ცოდნა:მოსწავლეს  შეუძლია აღწეროს ორგანიზმები  გარეგნული ნიშნების  მიხედვით.

 მოსწავლეებმა  იციან  ბალახოვანი, ბუჩქოვანი, ფოთლოვანი , წიწოვანი მცენარეების  ამოცნობა  და  დასახელება.

აქტუალობა:გაკვეთილი  გაუღრმავებს  მოსწავლეებს  ცოდნას  მცენარეების დადებითი და  სიცოცხლისათვის   აუცილებელი მნიშვნელობის  შესახებ .ჩამოუყალიბდებათ მათდამი  მზრუნველი  დამოკიდებულება.


გაკვეთილის  მსვლელობა  /საკლასო  მენეჯმენტი
N
აქტივობის აღწერა
გამოყენებული მეთოდი/მეთოდები
კლასის ორგანიზების ფორმა/ფორმები
სასწავლო რესურსები
დრო (წთ)
1
საორგანიზაციო  საკითხების  მოწესრიგება   მოსწავლეთა დასწრების  აღრიცხვა.


მთელი კლასი
საკლასო ჟურნალი
2-3 წუთი
2

მოთელვა:
მოსწავლეებს  ვთხოვ  გააცოცხლონ   ტყის  ბინადრები.
რის  შემდეგაც  თავიაანთ  განცდებს გადმომცემენ(.მცენარეების, ცხოველების, ფრინველების  ენით.)


მთელი კლასი

გამოსაძახებელი ჩხირები.
5-6 წუთი
3
წინასწარ:
მოსწავლეებს  მივანიშნებ  საკლასო  ოთახში  შექმნილ  ტყეზე   - რა  ეწოდება ხეების ერთობლიობას?(ტყე)

-რა ბინადრობს  ტყეში?(ცხოველები,ფრინველები.)
როგორი  ხეებია  ჩვენს მიერ შექმნილ  ტყეში?(ფოთლოვანი, და  წიწოვანი.)რა ეწოდება  ასეთ ტყეს?(შერეული)
  -როგორი  ხეები ვიცით?    ჩვენ ვიცით?(წიწოვანი  და ფოთლოვანი  ტყეები.)რა მნიშვნელობა  აქვს  ტყეს? (გვანიჭებს     სიამოვნებას, ასუფთავებს  ჰაერს, თავშესაფარია, აკავებს  წყალს, გვაძლევს  ჟანგბადს.გვაძლევს  სათბობ  მასალას, ..)

რომელი  ხეები  ქმნიან  ფოთლოვან  და  წიწოვან  ტყეებს?


დისკუსია














,მოსწავლეების  მიერ  შექმნილი.
(თვალსაჩინოება.)
,,ჩვენი ტყე’’









3-5წთ


აქტივობა:დააკავშირეთ  სიტყვები მარკერების  გამოყენებით.

დემონსტრირებ-
ის  მეთოდი.








ინდივიდუალურად.
გამოსაძახებელი ჩხირები.

ფოთლოვანი ტყე.
წიწოვანი ტყე.
მუხა
არყი
წიფელი
რცხილა
ნაძვი
ფიჭვი
სოჭი
2-3წუთი

სქემის  შევსება ;
რა  ვიცით  მცენარეების  შესახებ?
ვიცი, გავიგე , მინდა ვივოდე.

მთელი  კლასი
ვიცი
გავიგე
მინდა ვიცოდე.



2-3წუთი

განმავლობაში:
 ახალი ცოდნის აგება;
1.ტყის  გარდა  მცენარეები  კიდევ  სად  გვხვდება?(სახლში, მინდორში, სკოლის  ეზოში, საკლასო  ოთახში.)
2.მცენარე  როგორი  შეიძლება  იყოს?(ბალახოვანი, ბუჩქოვანი,  ხე მცენარე,ოთახის  მცენარე.აშ.)
რა  ნაწილები  აქვს  მცენარეს?

სოკრატული მეთოდის გამოყენება. (კითხვა-პასუხი)
მთელი  კლასი.
 

პოსტერი
 (თვალსაჩინოება ) ,,მცენარის აგებულება.’’





10-15წუთი.



4)დავაკვირდეთ  მცენარეს  რატომ  არ  იქცევიან?
 
5)რა  სჭირდება  მცენარეს  სიცოცხლისათვის?(ნიადაგი,წყალი,ჰაერი , საკვები, სითბო ,  სინათლე.)
მასწავლებელი  დაფაზე  აკრავს პოსტერს .,,მცენარის  ნაწილები.


-რა  ნაწილები  აქვს  მცენარეს?
 -რა  ფუნქცია აქვს  ფესვს?
-რა  ფუნქცია  აქვს ღეროს?
-რა  ფუნქცია  აქვს ფოთოლს?

-რომელი  ნაწილი  ამაგრებს  მცენარეს  ნიადაგში?

-მცენარეს ნიადაგიდან   თუ  ამოვიღებთ  რა  მოუვა?(გახმება)
 -რა  დაემართება მცენარეს თუ  მოვაჭრით,ფესვსვს, ფოთლებს ,ღეროს, მცენარეს(საკვებს და  წყალს, ვერ მიიღებს , გაჭკნება და გახმება)
- რომელი  ნაწილები  ეხმარება  მცენარეს ?
(ფესვი,ღერო, ფოთოლი, ყვავილი.)

როგორ  უნდა  მოვიქცეთ  რომ  მცენარემ  გააგრძელოს  სიცოცხლე.(ჩავრგათ  ნიადაგში  ვიზრუნოთ  მასზე .)





   


  


დაკვირვების  მეთოდი.







მთელი კლასი
               






თვალსაჩინოება  ,,მცენარის აგებულება.’’











სხვა და სხვა 
მცენარეები.
   



სახელმძღვანელოზე მუშაობა;
ამოიცანით  ისრებით მონიშნული  მცენარის  ნაწილები
და  დაასახელე.
შეადარე  ამ  ორი  მცენარის  ნაწილები   იპოვეთ  მსგავსება-განსხვავება.
სქემის  შევსება:
რა გავიგეთ  ახალი?
მცანარის  შესახებ?
დაკვირვების  მეთოდი.
ინდივიდუალური  მუშაობა.
სახელმძღვანელო, გვ.32
ვიცი
გავიგე
მინდა ვიცოდე



5-7 წუთი

აქტივობა:თამაში,,ამოვიცნოთ  შეხებით’’მოსწავლეები   ხელის  შეხებით  ამოიცნობენ  მცენარის  ნაწილებს .  (ფესვი, ღერო,  ფოთოლი, ყვავილი.)

მთელი კლასი
სხვადასხვა  მცენარის ნაწილები. (ფოთლები,ყვავილები,ფესვი, ღერო.)
3-5
წუთი.

?
სარეზერვო  აქტივობა: განხორციელდება  იმ  შემთხვევაში    თუ     დრო მოგვრჩება.
აქტივობა:მასწავლებელი  წყვილებს  აძლევს  სამუშაოს  ,მოსწავლეთა, შესაძლებლობების  გათვალისწინებით
ა)ამოიცანი  მცენარის  ნაწილი და  ჩაწერე.
ბ)დახატეთ  მცენარის  ყვავილი.
გ)გამოჭერით  მცენარის  ფოთოლი.



წყვილებში  მუშაობა.
მცენარის  ნახატი.

( მარკერები,
მაკრატელი,
ფერადი
ფურცლები.)
3-5
წუთი.

შეფასება;მასწავლებელი აჯამებს  გაკვეთილს და  ავსებს  სქემას.
რა  მინდა  რომ  ვიცოდე მცენარეების  შესახებ.?




ვიცი
გავიგე
მინდა ვიცოდე



2-3
წუთი






5



საშინაო  დავალება.
გამოძერწეთ ან  დახატეთ  ნებისმიერი  მცენარე.
 დააწერეთ  ძირითად  ორგანოებს  შესაბამისი  სახელი.(ფესვი,ღერო,ფოთოლი,ყვავილი,)



2წთ
გაკვეთილის ბოლოს მისაღწევი შედეგები:მოსწავლეებს გაკვეთილის  ბოლოს    ეცოდინებათ  მცენარის  ძირითადი  ნაწილები ფესვის, ღეროს ,  ფოთოლის,  და ყვავილის   ამოცნობა  და  დასახელება. შეადარებენ  ნახატებს და იპოვიან  ხე მცენარის  და ბალახოვანი მცენარის  ნაწილებს  შორის მსგავსებას -განსხვავებას.


შეფასება:
(მოსწავლის შეფასების კრიტერიუმები ან/და რუბრიკები თან უნდა ერთვოდეს გეგმას)
მაღალი
საშუალო
დაბალი


მოსწავლე  სწორად  აკავშირებს  ფოთლოვანი და  წიწოვანი  ტყისთვის  დამახასიათებელ  მცენარეს.












მოსწავლე მასწავლებლის  დახმარებით   განარჩევს   და აკავშირებს ფოთლოვანი  და  წიწოვანი ტყისთვის დამახასიათებელ  მცენარეს.



მოსწავლეს  უჭირს  წიწოვანი  და ფოთლოვანი ტყისთვის  დამახასიათებელი მცენარეების  შერჩევა.

მოსწავლეს  შეუძლია მცენარის  ძირითადი  ნაწილების  ამოცნობა ,  დასახელება.მათი  ფუნქციის  შესახებ  საკუთარი  აზრის გამოთქმა.












მოსწავლეს  შეუძლია  მხოლოდ  ზოგიერთი  მცენარის  ნაწილის  ამოცნობა  და  მათი  ფუნქციის  შესახებ  აზრის  გამოთქმა.
მოსწავლეს  უჭირს  მცენარის  ძირითადი  ნაწილების  დასახელება.
მოსწავლეს  შეუძლია იპოვოს ორ  მცენარეს  შორის  მსგავსება-   განსხვავება
მოსწავლეს  შეუძლია  ხე  მცენარის  გარჩევა ბალახოვანი  მცენარისგან, მაგრამ  უჭირს  განმასხვავებელი   ნიშნების ჩამოთვლა.

მოსწავლეს უჭირს    ხე  მცენარის ბალახოვანი  მცენარისგან  განსხვავება, განმასხვავებელი  ნიშნების  ჩამოთვლა.

კონსტრუქციული  უკუ კავშირი  რა  გაიგეს  კარგად  რისი  გაგება  გაუჭირდათ.  რა საჭიროებს  გაუმჯობესებას. რაზე  მოუწევთ  კიდევ  მუშაობა.


ხელმოწერა:ნაზიბროლა  ნარეკლიშვილი.
თარიღი:

კომპლექსური დავალებები

https://www.youtube.com/channel/UCH9Fh-JgnRaYylXG9_sD9Jg/videos